დანია და ნიდერლანდი უკრაინას 14 განახლებულ Leopard 2-ს მიაწვდიან
დანიამ და ნიდერლანდმა 20 აპრილს გამოაცხადეს, რომ გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 14 ტანკს მიაწვდიან ერთობლივად უკრაინას, იტყობინება Reuters-ი.
ორი ქვეყნის განცხადებით, Leopard 2A4 ტიპის ტანკები, რომლებიც მესამე მხარისგან შეისყიდეს და შემდეგ შეაკეთეს, 2024 წლის პირველ კვარტალში მიეწოდება უკრაინას.
„იმისთვის, რომ მშვიდობიანი ევროპის იმედი გვქონდეს, ერთობ მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ, უკრაინას მარტოს მოუწიოს ყოფნა ბრძოლის ველზე“, - თქვა დანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტროელს ლუნდ პოულსენმა.
თებერვალში დანიამ, ნიდერლანდმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ გააერთიანებენ რესურსებს სამრეწველო მარაგში მყოფი 100-მდე მოძველებული Leopard 1 ტიპის ტანკის გასაახლებლად, რათა მიაწოდონ უკრაინას წელს და გაისად.