Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სტრასბურგმა სახელმწიფოთაშორისი საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად ცნო

სტრასბურგმა სახელმწიფოთაშორისი საქმე

საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დასაშვებად ცნო. როგორც სასამართლო განმარტავს, გადაწყვეტილება ამ საქმეზე შემდეგ ეტაპზე იქნება. საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ 2018 წლის აგვისტოში მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

საჩივარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს.

საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე - გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უკანონო დაკავება და მკვლელობა.

საქართველო რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში სდებს ბრალს: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პიროვნების პატივისცემის უფლება, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა.

სარჩელში საქართველო სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევები განიხილოს არა მხოლოდ როგორც ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციები, არამედ როგორც კონვენციის ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეებზე არსებობს ინდივიდუალური სარჩელებიც, რაც სტრასბურგმა აქამდე მიიღო, ამიტომ სახელმწიფოთაშორის საქმეში იგი მხოლოდ განიხილავს ბრალდებებს ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ, ხოლო სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ამის სავარაუდო ილუსტრაციას.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად.

23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოსურმა მხარემ უარი თქვა ცხინვალში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების შეშვებაზე. ასევე გააჭიანურა მისი ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოჯახისთვის გადაცემა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.  

ტატუნაშვილის ცხედრისთვის ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილი ივნისში გახდა. „ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - ამბობდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი. 

30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მესაზღვრემ” - რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. შემთხვევა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოხდა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული გიგა ოთხოზორია ცოლ-შვილსა და მშობლებთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი  დევნა 21 მაისს დაიწყო. 

2018 წლის 11 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზარიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაცის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა. 

დავით ბაშარული ოკუპირებულ ახალგორში მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც 2014 წლის 3 ივნისს იგი დაკითხვაზე გადაიყვანეს. 

ოჯახი მას 6 თვის განმავლობაში ეძებდა. საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ბაშარულის გვამი 2015 წლის თებერვალში გამოაჩინა - მისი ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ დოლიანთან, მწყემსმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილობრივმა მილიციელებმა ის ცხინვალის პროზექტურაში გადაასვენეს. 

გასული წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Алекс Анохин: возможность вместе пройти через страницы нашей истории

НИУ ВШЭ: Увеличение минимальной площади квартир стимулирует рынок апартаментов

Новые книги получили псковские районные библиотеки

Берлин блокировал новый пакет санкций против России – Reuters

Музыкальные новости

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: признание Нато надо применить!

Рубена Варданяна в бакинской тюрьме заставляли долго стоять, его лишали воды, ему не разрешали мыться и менять белье и одежду

Читателей "Чемпионата" пригласили посмотреть матч Евро-2024 на большом экране

Многонациональный «Хоровод со Знанием» собрал более 1000 гостей Выставки “Россия”

Новости России

Прокуратура: таксист сбил 4-летнего ребенка на велосипеде на юго-востоке Москвы

Умер актер Игорь Меркулов, снимавшийся в фильме «Следствие ведут знатоки»

Флот «призрачных танкеров» с российской нефтью пополняется новыми союзниками

Bloomberg: цифры по инфляции за май убедят Банк России ...

Экология в России и мире

В Москве пройдет выставка Евгении Васильевой «Между пороком и добродетелью»

Скидки по поводу и без от Mirihi Island Resort

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Петербургский Пушкинский бал

Спорт в России и мире

Испанский теннисист Надаль не сыграет на Уимблдоне

Соболенко и Димитров вместе потренировались на «Уимблдоне»

Александрова вышла во второй круг турнира WTA в Хертогенбосе

Елена Рыбакина «заменила» Геннадия Головкина

Moscow.media

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

В Ингушетии чиновники похищали бюджетные средства, предназначенные для поддержки семей с детьми

Северные ночи...

«Байкал Сервис» снижает тарифы из городов Дальнего Востока







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *