ალპებში მყინვარებმა 2022 წელს ყინულის უდიდესი მასა დაკარგა
![ალპებში მყინვარებმა 2022 წელს ყინულის უდიდესი მასა დაკარგა](https://gdb.rferl.org/05030000-0a00-0242-8d5f-08d99476b21c_w800_h450.jpg)
ალპების მყინვარები შარშან განსაკუთრებით შემცირდა, დაასკვნიან ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის პროგრამის, „კოპერნიკუსის“ თანამშრომლები. მათი გამოთვლით, 2022 წელს ყინულის მასა მყინვარებზე ხუთი კუბიკური კილომეტრით შემცირდა, რაც, წარმოდგენისათვის, შეესაბამება ყინულის კუბს, რომლის ერთი წახნაგი ხუთ-ნახევარჯერ მაღალია, ვიდრე ეიფელის კოშკი.
„კოპერნიკუსის“ თანახმად, საგრძნობლად გათხელდა არქტიკის ყინულის შრე. სექტემბერში გრენლანდიაზე ტემპერატურა 8 გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე საშუალოდ.
პროგრამის მკვლევრების თანახმად, 2022 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო მას მერე, რაც კლიმატის მდგომარეობის აღნუსხვა ხდება.
ამასთან, ევროპაში საშუალო ტემპერატურა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა კონტინენტებზე. შედეგად ევროპაში ხშირია გვალვები და ამასთან ერთად, „კოპერნიკუსის“ გამოკვლევით, ატმოსფეროში იზომება ნახშირორჟანგის - სასათბურე გაზის, დღემდე უმაღლესი დონე.