Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლია კუხიანიძე: რატომ არ მივწერ წერილს განათლების მინისტრს და რატომ არ წავიდოდი მასთან შეხვედრაზე, ვინმეს კიდეც რომ მივეწვიე…

“რატომ არ მივწერ წერილს განათლების მინისტრს და რატომ არ წავიდოდი მასთან შეხვედრაზე, ვინმეს კიდეც რომ მივეწვიე…
…ერთი სიტყვით, წავიდა განათლების კიდევ ერთი არაფრისმთქმელი მინისტრი, რომლის ყოფნას, ისევე, როგორც მისი წინამორბედებისას, იყვნენ თუ არა, ვერ გაიგებდი და მოვიდა ახალი. კარგი სახელისა და გვარის მქონე, კრიალოსნის მარცვლებივით ჩაწიკწიკებული სწავლისა და შრომის გამოცდილებით. იურისტი, ამერიკაში ნასწავლი, ნაცების დროს საჯარო მოხელე, ამფერი-იმფერი, მატერიალურად კარგად უზრუნველყოფილი და “პოლიტიკოსი”. მოვიდა და თქვა, ყველას შეგხვდებით, მასწავლებლებს, მშობლებს, ბავშვებს, მოგისმინეთ, მე ვიცი და ჩემმა ბიჭობამო. თქვა და მორჩა, როგორც მასწავლებელთა ერთი ნაწილი ამბობს, შეხვედრაზე ვურეკავთ და პასუხსაც არავინ გვცემსო, ასეა თუ ისე, გუშინ შეხვდა მასწავლებლებს, შეხვედრაზე ვერაფერს ვიტყვი, არ მინახავს, თუ აჩვენეს საერთოდ, ისიც არ ვიცი, არც ის, ვინ წარადგინა და რა კრიტერიუმით მინისტრთან შეხვედრაზე მიწვეული მასწავლებლები, ქუთაისიდან თუ იყო ვინმე, ისიც უცნობია ჩემთვის, მაგრამ რაც ვიცი ისაა, თავად, კიდეც რომ შემოეთავაზებინათ, თუმცა ჩემნაირებს, როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე არ ეპატიჟებიან, არ წავიდოდი, არც დავჯდებოდი და წერილს დავწერდი, ბატონო მინისტრო, გთხოვთ… და ა.შ. და ა.შ. რატომ?…
იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის 30-მა წელმა, თუ ადამიანი ბრმა არაა, ცხადად აჩვენა, ჩემი ქვეყანა თავისუფლი არაა. 30 წელია ცრუ დაპირებებითა და ბრჭყვიალა სატყუარებით კვებავენ საზოგადოებას. თუ საბჭოთა კავშირის დროს, დიდი მწერლის, ოთარ ჩხეიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, “კომუნიზმის ღაჟღაჟა მწვერვალებისაკენ” მიერეკებოდნენ ხალხს, ახლა ასევე უტოპიური სხვა დაპირებებით უბამენ თვალს. მოიშალა ეკონომიკა, დაიცალა სოფელი, წყალი შეუყენეს ოჯახს, შეაგინეს სარწმუნოება, შეურაცხყვეს ენა, ცდილობენ, დააკანონონ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა, იმატებს საზღვარგარეთ წამსვლელ თანამემამულეთა რიცხვი, ამ 30 წლის განმავლობაში საგრძნობლად დაეცა ზნეობა, მორალი, ე.წ. თავისუფლება ნამდვილ თავისუფლებად შეასაღეს ამის დამჯერეთ, უარესიც, ამორალურობა მორალად, ანტიგმირი გმირად, ბოროტი კეთილად წარმოადგინეს და სიტყვა იდეოლოგიაც კი საშიშრად ჩათვალეს იმის არაჩვეულებრივად მცოდნეებმა, რომ უმოკლესი გზა უკეთური მიზნის მისაღწევად, სკოლის დანგრევაა და დაანგრიეს კიდეც.
რა იგულისხმება დანგრევაში? პირველ რიგში, გაუთავებელი, უშედეგო ე.წ. რეფორმები, მასწავლებლების ლამის საცდელ ბოცვრებად გადაქცევა, სტატუსისათვის ყოველ წელს შეცვლილი პირობები, ტრენინგები, პორთფოლიოები, ამ ყველაფრით აღტაცებული მასწავლებელთა ნაწილი და უკმაყოფილო მეორე ნაწილი. მოსწავლისთვის მხოლოდ უფლების მინიჭება მასწავლებლის დამცრობისა და უფლების წართმევის ხარჯზე. მოსწავლეთა დაუსჯელობის სინდრომი, გაცდენების გამო არა პასუხისგება, გამოცდების გაუქმება სკოლაში, ეროვნული გამოცდების (დღემდე არ ვიცი, ერის არმოყვარეებმა რატომ დაარქვეს გამოცდებს ეროვნული), გამარტივებით, წერა-კითხვის მცირემცოდნეთა გასტუტენტებაც, პედაგოგიური ინსტიტუტების გაუქმება და სხვა პროფესიის მასწავლებლობის ყველა მსურველთათვის ადვილად მისაღწევი მასწავლებლობა. მასწავლებლის ვაკანსიაზე მოსული ახალგაზრდების დიდი ნაწილის გამაოგნებელი უწიგნურობა, ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიისთვის სკოლის კარების გაღება და სხვა უამრავი რამ…
თუ ეს, რაც ჩამოვთვალე, და კიდევ უფრო მეტი, რაც არ მითქვამს, არ იცის განათლების სამინისტრომ, მაშინ, რა იცის, თუ იცის და შეგნებულად არ იმჩნევს, ისევე, როგორც მე-12 კლასის სავალალო მდგომარეობას, მით უარესი.
საერთოდ, საინტერესოა, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მასწავლებელთა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არც იცვლებიან და არც ბოდიშს იხდიან იმ აბსურდისთვის, ყოველწლიურად თავიდან რომ იწყებენ და არავინ ფიქრობს, რა მომავალი აქვს ქვეყანას, რომელსაც ამდენი ტრენერი, ქოუჩი, წამყვანი, მენტორი, მაგრამ ასე ცოტა მართლა მასწავლებელი ჰყავს…
სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ახალმა მინისტრმა, თავის მრჩევლად დანიშნა კაცი, რომელსაც ყველა ხელისუფლების დროს ჰქონდა საშუალება მრავალთა გასაგონად ეთქვა მასწავლებელთა სიძნელეებსა და ე.წ. რეფორმაზე სიმართლე, მაგრამ დუმდა, როცა ტრენდული გახდა დამცინავი გამოთქმა, “აბა, ომი გინდათ?” და მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ბენჟამინ ფრაკლინის სიტყვებით, “ის, ვინც მცირეხნიან უსაფრთხოებას ჯერდება თავისუფლების სანაცვლოდ, არც თავისუფლებისა და არც უსაფრთხოების ღირსი არაა”, დაამუნათა ომის არმსურველნი, რომლებმაც მშვიდობისა და თავისუფლების ფასი ისევე კარგად იციან, როგორც ზემოაღნიშნულმა ამ ბატონმა, მისი მოტანილი სიტყვები ბენჟამინ ფრანკლინმა 1755 წელს პენსილვანიის გუბერნატორს რატომ და რისთვის მისწერა, ჩემთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა ფრანკლინის წერილიდან სწორედ თავისი გაუბედაობის გამო თქვა (მშვიდობის მსურველები ხომ ახლა ძალიან არაპოპულარულნი არიᲜ საქართველოში). გაუბედავი ადამიანები კი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და ის, ვინც როგორ მავანსა და მავანს ირჩევს მრჩევლად და თავისი გუნდის წევრად, ამით საკუთარ რენომესაც უკეთ წარმოაჩენს.
მანამ, სანამ ჩემი ქვეყანა მართლა თავისუფალი არ იქნება, სანამ სხვები თავიანთი ინტერესების გამო განუსაზღვრავენ მას, როგორი უნდა იყოს მისი მოქალაქეების აზროვნება, ცხოვრების წესი, არჩევანი, სკოლა, ვინ უნდა იყოს მტერი და ვინ მოყვარე, მანამ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მინისტრი, ამიტომ არც წერილის მიწერასა და არც მასთან შეხვედრას შედეგი არ მოჰყვება და ვისაც მიაჩნია, რომ შეხვედრის შედეგად პორთფოლიოსა და მსგავსი რამეების გაუქმება მიღწევა და გასახარია, მათი ნებაა. ნეტარ არიან მორწმუნენი. მე ჩემი აზრი მაქვს,” –  წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი ლია კუხიანიძე.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Кирилло-Белозерский музей будет развивать культуру и туризм с коллегами из Китая

Хронические заболевания выявили у четверти обследованных пациентов Ступина

Стало известно, россияне каких знаков зодиака чаще берут потребительские кредиты

Фермер из Канады обнаружил на поле возможные фрагменты космического корабля Crew Dragon. Эксперты согласны, что обломки принадлежат SpaceX, но компания пока не подтвердила это

Музыкальные новости

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Страдания юного Аюша Булчун

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Новости России

Как дешево обновить интерьер квартиры и создать уют в любом пространстве

Стало известно, россияне каких знаков зодиака чаще берут потребительские кредиты

Неадекватного пассажира, утверждавшего, что он участник СВО, сняли с поезда Челябинск-Москва

Фермер из Канады обнаружил на поле возможные фрагменты космического корабля Crew Dragon. Эксперты согласны, что обломки принадлежат SpaceX, но компания пока не подтвердила это

Экология в России и мире

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей

Спорт в России и мире

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Свищёв: МОК и ITF не будут реагировать на призывы наказать Хачанова

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Moscow.media

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Фикс-тариф будет доступен всем пользователям BelkaCar

Большой Тхач

Правоохранители проверили бывших мигрантов в Джанкое







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *