აზერბაიჯანში დააკავეს შვიდი პირი, რომლებსაც ედავებიან ირანის დავალებით საკონსტიტუციო წესრიგის შეცვლის მცდელობას
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 16 მაისს გამოაცხადა, რომ დააკავეს ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა ირანის დავალებით, რათა აზერბაიჯანში შეცვლილიყო საკონსტიტუციო წესრიგი და დამყარებულიყო შარიათის კანონზე დაფუძნებული მმართველობა.
განცხადების თანახმად, დაკავებული შვიდი მამაკაცი გეგმავდა აზერბაიჯანის საჯარო პირების მკვლელობებს.
მანამდე, 1 თებერვალს, აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ 40-მდე პირი დააკავა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.