დღე ისტორიაში – 22 მაისი
2015 წელს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა დუეინ ჯონსონმა გინესის რეკორდი დაამყარა სამ წუთში გადაღებული ყველაზე მეტი სელფით.
1995 წელს სატურნის ორი ახალი მთვარე აღმოაჩინეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან ასტრონომებმა ამანდა ს. ბოშმა და ენდრიუ ს. რივკინმა.
1970 წელს დაიბადა ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი.
1942 წელს მექსიკამ ომი გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას და იაპონიას.
1939 წელს ხელი მოეწერა “ფოლადის პაქტის” შეთანხმებას ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიას შორის.
1856 წელს სენატორი ბრუკსი, სამხრეთ კაროლინადან, ხელჯოხით დაესხა თავს მასაჩუსეტსის სენატორ ჩარლზ სამნერს, მას შემდეგ რაც სამნერმა გააკრიტიკა მონათმფლობელები.
1762 წელს ტრევის შადრევანი, რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, საზოგადოებისთვის რომის პაპმა კლემენტ XIII-მ გახსნა.
წყარო/ფოტო: The Fact Site