Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ გარიგებებში ადანაშაულებენ

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ გარიგებებში ადანაშაულებენ

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. სწორედ ამ მიზნით პარტია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს (ირაკლი ღარიბაშვილს), შინაგან საქმეთა მინისტრს (ვახტანგ გომელაურს), საგარეო საქმეთა მინისტრსა (ილია დარჩიაშვილს) და ეკონომიკის მინისტრს (ლევან დავითაშვილს).

"რა ფარული მოლაპარაკებები არსებობდა, როდის დაიწყო, რა არხები არსებობს კომუნიკაციისთვის, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები, იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებმა მოლაპარაკების შესახებ და იყო თუ არა ფარული ვიზიტები...

ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და ღიად გვითხრას ქართველ ხალხს, რა მოლაპარაკებებშია რუსეთთან და რა არაფორმალური არხები გამოიყენეს. ფაქტია, ლავროვის შვილი "ეფესბეს" დაცვის გარეშე არ დადის, ფაქტია, რომ იყო ეს წინასწარი შეთანხმება, რომ ლავროვის შვილი ჩამოვიდა, ფრენები აღდგა. ყველაზე უფრო საზიანოა ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტის დაგეგმვა, რომელიც მოლაპარაკებების საგანია", - უთხრა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის მმართველი პარტიის წევრი, ამბობს, რომ მისი ოპოზიციონერი კოლეგები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.

"აქ საქართველოს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც გვქონდა... ჩვენ, ერთი მხრივ, არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის კეთილსინდისიერი და მეორე - არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს... არანაირ მოლაპარაკებაზე არ არის საუბარი - აქ საუბარია ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე რუსეთის მხრიდან, საქართველოს ხო არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია?!" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

22 მაისს სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "არმენპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ. იმავე დღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბათუმისა და ნოვოროსიისკის პორტებს შორის გადაზიდვებზე გავრცელებულ ამ ცნობას „სინამდვილესთან შეუსაბამო“ და „ინტერპრეტირებული“ უწოდა.

19 მაისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა - ფრენების აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გაიმართა როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე პარლამენტის შენობის წინაც.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Мурашко: пятеро пострадавших в «Крокусе» по-прежнему в больницах

Уверенная победа россиян на турнире ONE FRIDAY FIGHTS 66

Скам от лже-Roaring Kitty, гигабайты утечек в Telegram-каналах и другие события кибербезопасности

Помогая другим, найти себя. Эксперт рассказала, как живут дети-бабочки

Музыкальные новости

Клиники «Будь Здоров» — в лидерах рейтинга лучших клиник 2ГИС

Путин назвал приезд президента Зимбабве знаком интереса Африки к России

Вирусолог Вострухов: опасные клещи-мутанты из Европы могут появиться в России

Финал областной школьной Олимпиады по шахматам состоялся в Опочке

Новости России

Усложнять полезно. Лучший молодой педагог Айнур Бекетов о преподавании

Помогая другим, найти себя. Эксперт рассказала, как живут дети-бабочки

«Ъ»: Экс-главе «Автодора» Кельбаху грозит 14 лет за ущерб в два миллиарда рублей

«В девять лет я уже был очень любвеобильным». Актер Михаил Богдасаров вспомнил детство в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3  

Экология в России и мире

Купаться надо уметь: правила, которые сохранят вам жизнь

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия

Как избежать больших проблем при одиночном путешествии: туристкам дали важные советы по безопасности

Уникальный интерактивный проект Ставропольской психиатрической больницы на выставке-форуме «Россия»

Спорт в России и мире

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе

Moscow.media

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Мобилизованного свердловчанина приговорили к 23 годам "строгача" за подрыв гранаты в казарме

Работать там, где удобно: беспроводная гарнитура Fstyler BH230 от A4Tech

В этом году планируют заключить контракт на реконструкцию еще одного участка трассы Р-23 в Ленобласти







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *