ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და ჯარისკაცებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე მიულოცა.
„ჩვენი დამცველები. ფრონტის ზონა ვუჰლედარში – მარინკას თავდაცვის ხაზი. დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მეომრებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!“- დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.