სომეხი ექსპერტი: თუ ბაქო და ერევანი შეთანხმდებიან, სომხეთში რუსეთის არსებობას ბოლო მოეღება
თუ ერევანი და ბაქო სადავო საკითხებს მოაგვარებენ, სომხეთში რუსეთის არსებობას ბოლო მოეღება. ამის შესახებ სომეხმა პოლიტოლოგმა რუბენ მეგრაბიანმა განაცხადა. ინფორმაციას ტელეგრამ-არხი „შეგვიძლია აგიხსნათ“ ავრცელებს.
ექსპერტმა შეაფასა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარებს.
„აზერბაიჯანის ტერიტორია, რომელშიც მთიანი ყარაბაღიც შედის, 86 600 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თუ ჩვენ ერთმანეთს სწორად ვუგებთ, ჩვენ ამ საზღვრებში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ, ხოლო აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის ფართობი 29 800 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“ -, – განაცხადა ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუბენ მეგრაბიანის თქმით, სომხეთმა ეკზისტენციონალური საკითხი უნდა გადაჭრას, რაც მეზობლებთან ურთიერთმისაღებ, ცივილიზებულ, ჰორიზონტალურ ურთიერთობებს ნიშნავს ყველა მეზობელთან. „ფაშინიანის განცხადება მოლაპარაკების პროცესის შედეგია, რომელიც ომის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდა.
სომხეთი და აზერბაიჯანი სამ რამეზე თანხმდებიან:
1️⃣ ხელახლა დაადასტურონ 1991 წელს ალმათიში გაფორმებული დეკლარაცია, რომლის მიხედვით საბჭოთა კავშირის შიგნით საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები ახალ სახელმწიფოებს შორის სახელმწიფო საზღვრად არის აღიარებული.
2️⃣ უზრუნველყონ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო ფორმატი. ეს შეიძლება იყო ქვეყნების ჯგუფი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭო“, – განაცხადა ექსპერტმა.
3️⃣ იმუშაონ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. მასში უნდა ჩაიწეროს, რომ მთიანი ყარაბაღი არის ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ სომხები და მათ ყველა აუცილებელი უფლება გააჩნიათ“ – ამბობს მეგრაბიანი.
ამ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში რუსეთი სომხეთზე გავლენის ყველა ბერკეტს დაკარგავს. ის, რაც მოსკოვმა ყარაბაღის მეორე ომის დროს ჩაიდინა, მისი მორალურ-პოლიტიკური გაკოტრება გამოიწვია. მოლაპარაკების პროცესი რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის პარალელურად მიმდინარეობდა. ჩვენ არც ინტერესები გვაქვს საერთო, არც ფასეულობები“, – ამბობს მეგრაბიანი.