ვიქტორ ორბანი: უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მცდელობები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად წარუმატებელი იქნება.
მისივე თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება მხოლოდ და მხოლოდ უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.
„რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ საკითხი ის არ არის, ვინ სად შეიჭრა. საკითხავია, რა მოხდება მეორე დღეს. უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, რადგან არც ერთი მხარის გამარჯვების შანსი არ არსებობს. ჩემი გული უკრაინელებთანაა, მაგრამ მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამ ომში უკრაინის მოგების შანსი არ არის“, – განაცხადა ორბანმა.