Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დიმიტრი ხუნდაძე: აფხაზეთი საქართველოა და საქართველო აფხაზეთისაა – ამ ერთობას არაფერზე ვცვლით

ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლებაზე ზეწოლით რომ ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩართვა, ახლა საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და იმ სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ – ასეთი მტრული კამპანიით ქართველ ხალხში აღვიძებენ იმ ტკივილს, რაც გადავიტანეთ წლების წინ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე ასევე ეხმიანება აფხაზეთის დღეს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ოპოზიციამ საშიში პიარკამპანია წამოიწყო აფხაზებსა და ქართველებს შორის სიძულვილის გაღვივების მიზნით.

„დღეს აფხაზეთობაა და მსურს, მივულოცო ეს დღე უპირველეს ყოვლისა, აფხაზებს და იქაურ მაცხოვრებლებს! ასევე, ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა იმ ქართველს, ვისთვისაც აფხაზეთი არაფერში იცვლება.

ბოლო დღეებში, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი საზოგადოების მხრიდან, გააქტიურდა საშიში პიარ-კამპანია აფხაზებსა და ქართველებს შორის სიძულვილის გაღვივების მიზნით. სოციალურ ქსელში გამოჩნდა იმ ახალგაზრდების ბლოგები, რომლებიც დაბადებულნიც კი არ იქნებოდნენ აფხაზეთის ომის დროს და გვიყვებიან ომის ქრონიკებს: როგორ აწამეს და დახვრიტეს აფხაზებმა ქართველები. ყვებიან ყველაზე მტკივნეულ ამბებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შორის მტრობის გასაღვივებლად.

ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლებაზე ზეწოლით რომ ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩართვა, ახლა საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და იმ სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ. ასეთი მტრული კამპანიით ქართველ ხალხში აღვიძებენ იმ ტკივილს, რაც გადავიტანეთ წლების წინ.

ხელისუფლება კი 11 წელია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით, ერთმანეთთან მისასვლელ მშვიდობიან გზებს ვეძებთ. ვმუშაობთ თითქმის ყველა მიმართულებით, რათა შევძლოთ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი. ეს კი, როგორც ჩანს, ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების ინტერესებში არ შედის. ამიტომ გამოიყვანეს წინა ხაზზე ახალგაზრდობა, რომელიც მხოლოდ სიძულვილს და მტრობას თესავს ჩვენს შორის.

გარდა ამისა, უკვე ხმამაღლა გაიჟღერა იმ აზრმა, რომ თურმე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დავთმოთ. მსურს ამ ხალხის გასაგონად ვთქვა:

არ გაბედოთ ვინმემ ამ აზრის კიდევ ერთხელ განმეორება! არ გაბედოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არჩევანის წინაშე დაყენება, თორემ ჩვენი პასუხი თქვენს მიმართ იქნება ძალიან მკაცრი.

ქართველი ხალხი არ ცვლის აფხაზეთს და სამაჩაბლოს არანაირ დასავლურ ღირებულებებზე. პირიქით, დასავლეთთან პარტნიორობა, ევროკავშირიც და ნატოც მხოლოდ დროებით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად გვინდა.

მივმართავ ახალგაზრდებს, არ აყვეთ თქვენი თანატოლების ნეგატიურ პიარ-კამპანიას ჩვენი მოძმე აფხაზების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში ასეთი სისხლიანი ქრონიკები იწერება, მაგრამ, ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას. თქვენს თანატოლ აფხაზებთან ერთად უნდა იპოვოთ საერთო ენა. ძალიან ბევრ ქართულ და აფხაზურ ოჯახში ომში დაღუპული წევრების ფოტოებია. მათ შორის, ჩემს ოჯახშიც, მაგრამ ჩემს შვილებს ყოველთვის სიყვარულით და მიტევებით განვაწყობ აფხაზების მიმართ. ჩვენ სხვა არჩევანი არა გვაქვს, გარდა ერთად ყოფნისა და ამ გზაზე დიდი მიტევებით, ძველი სიყვარულით და ახალი შეთანხმებებით უნდა ვიაროთ.

აფხაზეთი საქართველოა და საქართველო აფხაზეთისაა!

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Зарайске благоустроят набережную реки Осетр от плотины до святого источника

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин

СК: в Новой Москве 16-летний подросток в ходе конфликта зарезал домработницу

Кристина Орбакайте призналась: “Как певицу меня ругали”

Музыкальные новости

Обращение Аршака Карапетяна к соотечественникам

«Окончательный удар по Макрону»: Новая Каледония восстала против Франции

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа

Новости России

В Вологде открылась выставка с прижизненными изданиями Пушкина

Глава Лобни встретилась с жителями города на выездной встрече

Что там в IT: ИИ-отрыв Google, ChatGPT почти человек, отечественный BIOS

Более 180 детей-сирот объединил на Дону в этом году фестиваль «Созвездия»

Экология в России и мире

Туристов из каких российских городов больше всего любят в Турции и Египте: россиянка поняла, каких русских там больше всего ждут

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

СЛД «Чита» филиала «Забайкальский» ООО «ЛокоТех-Сервис» пополнило экспозицию выставки «БАМ: наследие для будущего»

Страдания юного Аюша Булчун

Спорт в России и мире

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии

Moscow.media

Разделение изотопа

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Docrobot провёл бизнес-встречу, посвящённую технологии электронного обмена данными (EDI) в ритейле







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *