თეთრი სახლი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს გადასცემს. იგი შეიცავს „ჰაიმარსის“ და „პეტრიოტის“ რაკეტებს
შეერთებული შტატები უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თეთრმა სახლმა 31 მაისს განაცხადა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ახალ პაკეტში შედის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტის“ და მაღალი მობილურობის საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტები.
სპეციალისტების თქმით, დახმარების ახალ პაკეტში შედის უმართავი რაკეტების, რადიოლოკაციური დამიზნების სისტემით აღჭურვილი AIM-7 კლასის ჰაერი-ჰაერის რაკეტებიი და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „სტინგერი“.
ეს არის აშშ-ს დახმარების 39-ე პაკეტი. ამ დახმარების გაწევა რეგულირდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებულებით, რომელიც გაცემულია 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ახალი პაკეტის გამოყოფის გათვალისწინებით, აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწევს.