რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ თვითონ საფრანგეთში სწავლობდა, თავისი შვილი კი აშშ-ში
რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ ტოლსტოიმ საჯაროდ მოიხადა ბოდიში ქალიშვილის აშშ-ში გამგზავრებისა და თავის დროზე საფრანგეთში მისი სწავლის გამო. ამას რუსმა დეპუტატმა უწოდა „საშინელი ცოდვა“ და „გლობალური დანაშაული“.
ტოლსტოიმ ეს განცხადება ტელეკომპანია "როსია 1" - ის გადაცემა "ცხოვრება და ბედის" ეთერში გააკეთა. მან განმარტა, რომ მისი ქალიშვილის, დარიას, ორკვირიანი მოგზაურობა აშშ-ში მრავალი წლის წინ სკოლის მოსწავლეთა სტაჟირების ფარგლებში მოხდა,
ტოლსტოის თქმით, მისი ქალიშვილის ამ მოგზაურობის გამო მას დღემდე „ამუნათებენ“.
2021 წელს ტოლსტოის ქალიშვილის სწავლა იელის პრესტიჟულ უნივერსიტეტში კომუნისტური პარტიის მოსკოვის ფილიალმა გამოააშკარავა. ინფორმაცია აქტიურად გავრცელდა ტელეგრამის იმ არხებით, რომლებიც კომპრომატებზე ნადირობენ.
53 წლის ტოლსტოიმ ასევე თქვა, რომ რუსები, რომლებიც "არამეგობრულ ქვეყნებს" სტუმრობენ, მომავალში "უფრო მეტად იყვარებენ რუსეთს" და "ყველაზე გულანთებული პატრიოტები" ხდებიან.
პოლიტიკოსი 2016 წლამდე მუშაობდა ჟურნალისტად და ტელეწამყვანად, პროფესიული კარიერა კი ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში და საფრანგეთის პრესის სააგენტოში დაიწყო. საფრანგეთში ტოლსტოიმ, 1992 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო პარიზის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლაში. მაგრამ ახლა მის ოფიციალურ ბიოგრაფიებში ეს მომენტი ნახსენები აღარ არის.