ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის იერიშის შედეგად
23 ივნისს ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრ ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი დაბომბვის შედეგად, - ამის შესახებ სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ იური მალაშკომ განაცხადა.
"დილიდან რუსი ტერორისტები თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას. პრიმორსკში სამი ზაპოროჟიელი გახდა შეიარაღებული ტერორის მსხვერპლი. ნამსხვრევებისგან დაშავდნენ საგარეუბნო ტრანსპორტის გაჩერებაზე მყოფდი 54 და 72 წლის ქალები და 66 წლის მამაკაცი. ვოზდვიჟენკაში სამი სახლი განადგურდა რუსული ჭურვების მიერ. ერთი 35 წლის ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა მალაია ტოკმაჩკას ცენტრში საარტილერიო ბომბის ჩამოვარდნის შედეგად", - წერს მალაშკო ტელეგრამის არხში.
ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული საავიაციო და საარტილერიო იერიშების ფონია ბრიტანეთის დაზვერვის ერთ-ერთი ბოლო ცნობა, რომლის რუსეთის სარდლობამ ერთი კვირის წინ დაიწყო მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე თავმოყრილი საარმიო დაჯგუფების გადმოსროლა ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად.