ისრაელი მოუწოდებს მარია ზახაროვას „აღარ წაუკითხოს ლექცია“ ჰოლოკოსტზე
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად ოფიციალურად უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ, მარია ზახაროვას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისრაელის ელჩი „უკრაინული ფაშიზმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა წაუკითხოს ისრაელს, მის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის დიპლომატებს ლექცია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცავდეთ ჰოლოკოსტის ხსოვნას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლიორ ჰაიატის ოფიციალური ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე მარია ზახაროვამ „მკრეხელური“ უწოდა უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაელ ბროდსკის მიერ პორტალ Iton TV-ისთან ინტერვიუში ნათქვამ სიტყვებს, რომ სტეპან ბენდერას, რომან შუხევიჩისა და ანდრეი მელნიკის მიმართ ებრაელებისა და უკრაინელების განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, „უკრაინელებისათვის ისინი არიან გმირები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ“.
მარია ზახაროვამ თავის ტელეგრამის არხში ისრაელის ელჩს შეახსენა უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ანტისემიტური პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ასე მსჯელობდნენ 1930-იან წლებში ისინი, ვინც ჰიტლერს უწევდა სპონსორობასო. „თუ მიხაილ ბროდსკის აზრით, კიევს უფლება აქვს ასეთ გმირებსა და იდენტობაზე, მაშინ ეს უკვე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემაა“, - წერს ზახაროვა.
თავის პასუხში ლიორ ჰაიატი აღნიშნავს, რომ ისრაელის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და არასოდეს არ დაუჭერს მხარს დამნაშავეების, ჰიტლერის რეჟიმთან მოთანამშრომლე პირების და ებრაელების ხოცვაში მონაწილეთა გამართლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება, რომ ისრაელსა და მის ოფიციალურ პირებს ისტორიის დსამახინჯებით ასწავლოს, თუ როგორ შეინახონ ხსოვნა ჰოლოკოსტზე ან ომზე, - აღნიშნავს ისრაელის საგარე საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.