Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშები, კომპანიის დახურვის შემდეგ, დარჩენილი ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვენ

კუთვნილ ორი თვის ხელფასს ითხოვენ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშები, თანამშრომელთა თქმით, საწარმო, რომელსაც ინდური კომპანია „ამბიკონ სტილსი“ მართავს, მოულოდნელად დაიხურა და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.  

„ამბიკონ სტილსის“ თანამშრომლის შოთა დარსაძის თქმით, შრომის ინპექციამ საწარმო მაისში შეამოწმა და რამდენიმე თანამშრომელი უფლებების დარღვევის შესახებ გამოკითხეს. ქარხნის ადმინისტრაციას კი უსაფრთხოების დასაცავად მითითებები მისცეს.  

„უსაფრთოება ნამდვილად უნდა იყოს დაცული, თუმცა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად  მოხდა 300–მდე თანამშრომლის გათავისუფლება, დავრჩით უხელფასოდ, არადა ყველას ვალები და ბანკის სესხები გვაქვს", – ამბობს, „ამბიკონ სტილსის“ თანამშრომელი.  

როგორც მეტალურგიული ქარხნის მუშები ჰყვებიან, ადმინისტრაციამ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მათ  წერილობით 10 დღის წინ აცნობა და მას შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონიათ. „გამოკეტეს კარები და სამსახურში აღარ მოხვიდეთო, კარებსაც არ გვიღებენ, რომ გავიგოთ რა ხდება", – ამბობენ ქარხანაში დასაქმებულები.   

მეტალურგიული ქარხნის მმართველ კომპანია „ამბიკონს სტილში“ განმარტავენ, რომ წარმოების უფლება შეუწყდათ შრომის ინსპექცის, ასევე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტების საფუძველზე. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ხელფასების დარიცხვა ვერ მოახერხეს და ადასტურებენ, რომ შრომითი ხელშეკრულება დროებით აქვთ შეწყვეტილი დასაქმებულებს. 

„ვმუშაობთ შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობთ, მუშაობის გაგრძელების უფლებას მოგვცემს შრომის ინსპექცია. გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მოთხოვნების კუთხითაც ვმუშაობთ", – აცხადებენ კომპანიის ადმინისტრაციაში და დასძენენ, რომ თანანშრომლებისთვის ხელფასების ჩარიცხვა 15 ივნისს საწარმო პროცესიის შეჩერების გამო ვერ მოხერხდა, რადგან საჭირო თანხის მობილიზება ვერ მოხდა. კომპანია ანაზრაურების ჩარიცხვას ყველა თანამშრომელს ჰპირდება.  

თუ რა მიზეზით შეუჩერდა ამჯერად ქარხანას მუშაობის უფლება, დეპარტამენტის პრესსამსახურში ჯერჯერობით არ გვპასუხობენ. დეტალებზე არ საუბრობენ კომპანიაშიც.  

ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს მუშაობა  პირველად 2021  წლის სექტემბერში შეაჩერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ, მოსახლეობის არაერთი მიმართვის შემდეგ. „ამბიკონ სტილსი“ მაშინ 15 ათასი ლარით დაჯარიმდა. ჯარიმის გადახდის შემდეგ კი წარმოება გააგრძელა.  

ფუნქციონირების პერიოდში, 2019 წლიდან „ამბიკონ სტილსს“ ფულადი ჯარიმა არაერთხელ დაეკისრა სხვადასხვა სახის დარღვევისთვის, მათ შორის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით დადგენილი პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაციის გადაჭარბებისთვის, ჯართის გადარჩევის პირობების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, მაგნიუმის დიოქსიდის, თუთიის ოქსიდის და მტვრის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმის გადაჭარბებისა და მავნე ნივთიერებების შესაბამისი წმენდის გარეშე გაფრქვევის ფაქტების გამო. ყველაზე სოლიდური 45-ათასლარიანი ჯარიმა კი კომპანიას 2022 წლის  ივნისში დააკისრა სასამართლომ, რომელმაც „ამბიკონ სტილსი“ სამართალდამრღვევად ცნო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის. 

მეტალურგიულ ქარხანას მუშაობის უფლება ერთი წლის წინაც  შეუჩერდა, მას შემდეგ, რაც ახლომდებარე ქუჩების  მოსახლეობამ „ამბიკონ სტილსთან“ აქცია რამდენჯერმე გამართა, ქარხნიდან ამოსული აუტანელი სუნის და გამონაბოლქვის გამო, თუმცა რამდენიმე თვეში ქარხანამ მუშაობა გააგრძელა. ქარხნის საწარმოო პროცესის კანონთან შესაბამისად წარმართვას ქუთაისში თაბუკაშვილის, ნიკეას, სულხან-საბას და მათ მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეები წლებია ითხოვენ. ისინი ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებასა და შედეგად, თავიანთი ჯანმრთელობის გაუარესებაში ადანაშაულებენ. ყოველ ჯერზე კომპანია ირწმუნებოდა, რომ წარმოება ტექნოლოგიურ  ციკლთან სრულ შესაბამისობა და გარემოსდაცვით ღონისძიებათა გათვალისწინებით აღდგა.  

2022 წლის ივნისში გარემოსდაცვითი დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ  მეტალურგიულ ქარხანას მუშაობის უფლება აღარ მისცეს გარემოსთვის საფრთხის შემქმნელი ფაქტების გამო.  

2022 წლის ივლისში გამონაბოლქვისა და აუტანელი სუნის გამო, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა  ხელმოწერები შეაგროვა  და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გაუგზავნა ქარხანაში საწარმოო პროცესის სრულად  შეჩერების მოთხოვნით. თუმცა ქარხანამ მუშაობა ორ თვეში გააგძელა და 23 ოქტომბერს გამართული აქციის საპასუხოდ, ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ფრიდონ კვინიკაძე აცხადებდა, რომ საწარმომ მეტალურგიული წარმოება საქმიანობის ტექნოლოგიურ ციკლთან შესაბამისობაში აღადგინა და იყენებდა სათანადოდ გამართულ აირმტვერდამჭერ მოწყობილობას. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ მეტალურგიული ქარხანა დასახლებული ადგილიდან მოშორებით უნდა გადაიტანონ, რადგან წარმოების შეჩერება არასაკმარისია, აქტივისტების თმით, ეჭვობენ, რომ წარმოების შეჩერებით პრობლემა ვერ მოგვარდება და ქარხანა ვერ დაამონტააჟებს ისეთ ფილტრს, რომელიც ჯართის გადამუშავებით მიღებულ გამონაბოლქვს უსაფრთხოს გახდის.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Локомотив» и воронежский «Факел» сразятся на столичной «РЖД Арене»

Синоптики спрогнозировали ясную и теплую погоду в Москве 18 мая

Кристина Орбакайте призналась: “Как певицу меня ругали”

Несколько автомобилей столкнулись на внутренней стороне ТТК

Музыкальные новости

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве

Обращение Аршака Карапетяна к соотечественникам

В Бурятии театр готовит премьеру о войне СССР и Монголии с Японией: Россия, Культура, Победа

Новости России

Сбившему семь человек в центре Москвы водителю дали 3 года колонии

Адвокат Тихонова заявила, что сбежавшая от родственников Заурбекова покинула РФ

Кристина Орбакайте призналась: “Как певицу меня ругали”

Европеец переехал в Россию и удивился одной особенности жизни в стране

Экология в России и мире

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Звуковая зубная щетка Revyline RL060 White и зубная паста Revyline Smart заказать в Назрани

Семьи со всего Уральского федерального округа приняли участие в конкурсе «Это у нас семейное»

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Спорт в России и мире

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме

«Спартак» подарит Циципасу клубную футболку

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Moscow.media

Под красным куполом

Фикс-тариф будет доступен всем пользователям BelkaCar

15 мая в системе Следственного комитета Российской Федерации отмечается 157-я годовщина со Дня образования военных следственных органов

Завершена надвижка моста в Нагатинском затоне







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *