Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

წულუკიანის საქმიანობით უკმაყოფილო კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტის კომიტეტებს მიმართეს

წულუკიანის საქმიანობით უკმაყოფილო კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტის კომიტეტებს მიმართეს

კულტურის სფეროს და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, კულტურის კომიტეტის სხდომაზე საჯარო შეხვედრას ითხოვენ. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეების სახელზე 28 ივნისს წერილი შეიტანეს. წერილის ადრესატები არიან კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

როგორც წერილის ავტორები მიუთითებენ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სფეროში გატარებული ორწლიანი პოლიტიკის შედეგად წამოჭრილია არაერთი პრობლემური საკითხი, რომლებიც ითხოვს პარლამენტის და უფლებადამცველთა რეაგირებას. 

„მინისტრ წულუკიანის საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპ-ებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც არა მხოლოდ მენეჯერულ გამოცდილებას, არამედ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას ითხოვს, დაინიშნენ იუსტიციის სამინისტროს კადრები;  

ამავე საკადრო პოლიტიკის შედეგად, კულტურის სსიპ-ებიდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კინოცენტრი) უკანონოდ გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი. მათი უმრავლესობა დავობს სასამართლოში უკანონო გათავისუფლების და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ-ერთი ფაქტი დადგენილია სახალხო დამცველის აპარატის მიერ (დანართი: 1). ამ დროისთვის 11 საქმე მოსარჩელეთა გამარჯვებითაა დასრულებული, რის შედეგადაც საქართველოს ბიუჯეტს უკვე დაეკისრა ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება;  

რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპ-ებიდან პროფესიონალი კადრების ტოტალური გადინება უდიდეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პროცესს. შედეგები უკვე აისახა გელათის სამონასტრო კომპლექსის მცდარი მეთოდოლოგიით წარმართულ რეაბილიტაციაზე, რომლიც შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს; 

მინისტრ წულუკიანის პოლიტიკა არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი სახელოვნებო ცენზურის დამყარების მცდელობის და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების გამო, იქნება ეს ლიტერატურული კონკურს „ლიტერას“ ჟიურიში ჩარევა, სამეცნიერო პროექტების შეჩერება, დოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენების აკრძალვა თუ არაერთი სხვა ფაქტი, რომელთაც არ მისცემიათ საზოგადოებრივი რეზონანსი). 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისადმი დაქვემდებარებული სსიპ-ები გადაიქცა ჩაკეტილ უწყებებად, რომლებიც არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. IDFI-ს მიერ 2022 წლის ყველაზე დახურულ უწყებად სწორედ წულუკიანის უწყება დასახელდა (დანართი 2.. მაგალითისთვის, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი, ამ დრომდე უცნობია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის გეგმა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, რითაც არღვევს საქართველოს კანონს საჯარო ინფორმაციის შესახებ;

გაუმჭვირვალეა სამინისტროს მიერ წარმოებული კონკურსები;

 უკანასკნელ დღეებში საქართველოს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან პროფესიონალი კადრების დისკრიმინაციული ჩანაცვლება მისთვის სასურველი კადრებით და შემოქმედებითი პროცესების კონტროლის პოლიტიკა გრძელდება", - ვკითხულობთ წერილში. 

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ წულუკიანის საქმიანობა უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეზე.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ასამდე ადამიანი გათავისუფლდა რეორგანიზაციის მოტივით - მათი უმეტესობა დღეს სამართლებრივ დავას აწარმოებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რეორგანიზაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ, 10 ივნისს, გამოცხადდა ეროვნულ კინოცენტრშიც - ამ პროცესს კინოს სექტორი ცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს და ცენზურის საფრთხეზე ლაპარაკობს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Замгубернатора Томской области по экономике Потемкин высказался о гибели президента Ирана

Суд оштрафовал москвича за демонстрацию желто-голубых волос

В Брянскую область не пустили пчел из Беларуси

В Подмосковье прошли антитеррористические учения для сотрудников лагерей и школ

Музыкальные новости

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.

Театр и Культура, Россия и Дети: 15 мая театр кукол Ульгэр представил спектакль «Мүнгэн мүшэдүүд» в стенах Художественного музея для первых классов гимназии №29 Улан-Удэ

Cadillac насмерть сбил пенсионерку в центре Москвы

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России

Новости России

Адвокат Гриднев: Судимость Майкла Калви истекла

Учебник дагестанской культуры

Клавишница из «Ранеток» Огурцова ослепла на один глаз из-за генетической мутации

В Подмосковье стартовала акция «Судебные приставы — детям»

Экология в России и мире

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.

Как поделиться местоположением в WhatsApp: пошаговое руководство

«585*ЗОЛОТОЙ» назвала топ-10 самых популярных драгоценных камней в России

Туристов из каких российских городов больше всего любят в Турции и Египте: россиянка поняла, каких русских там больше всего ждут

Спорт в России и мире

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP

Теннисисты Роджер Федерер и Рафаэль Надаль стали лицами рекламной кампании Louis Vuitton

Соболенко проиграла Свентек в финале турнира WTA-1000 в Риме

Путинцева вернулась после 0:6 и одержала важную победу

Moscow.media

Разделение изотопа

В деле об убийстве в Екатеринбурге шестилетнего мальчика появился третий фигурант

Чесменская церковь.Санкт-Петербург

Бастрыкин затребовал доклад о насильственном отношении к детям из Москвы







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *