Le Parisien: ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
Le Parisien-ის ცნობით, მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისური ფესვების ფრანგი ვარსკვლავი (ჯეინი დაიბადა ლონდონში 1946 წელს) საკუთარ სახლში გარდაცვლილი მისმა მომვლელმა ნახა.
ბირკინმა კარიერა დაიწყო როგორც მსახიობმა.
1968 წელს, ინგლისელ კომპოზიტორ ჯონ ბარისთან განქორწინების შემდეგ, იგი სერჟ გენსბურს შეხვდა. 12 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ, თუმცა არასდროს დაქორწინებულან. ჰყავთ საერთო ქალიშვილი, რომელიც დღეს ცნობილი მსახიობია – შარლოტა გენსბურგი.
ჯეინ ბირკინი გარდა მუსიკალური და სამსახუობო შემოქმედებისა, ცნობილია, თავისი შთამაგონებელი სტილით, რომელიც დღემდე მისაბაძია ბევრი ქალისთვის. ჯეინმა დიდი გავლენა მოახდინა მოდაზე – 1983 წელს ბირკინმა, მოდის ცნობილი სახლის წარმომადგენელს ჩანთის შექმნა შთააგონა. Hermès-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ლუი დიუმამ მსახიობის სახელი დაარქვა ჩანთას, რომელიც ფუფუნების სინონიმი გახდა.