ლიეტუვამ ბელარუსის და რუსეთის 1000-ზე მეტი მოქალაქე გამოაცხადა საფრთხედ ეროვნული უშიშროებისთვის
4 აგვისტოს ლიეტუვამ იქ მცხოვრები რუსეთისა და ბელორუსიის 1000-ზე მეტი მოქალაქე გამოაცხადა საფრთხედ ეროვნული უშიშროებისთვის და თქვა, რომ მათ ჩამოართმევს მუდმივი ბინადრობის უფლებას.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის მიერ რუსებისთვის და ბელარუსებისთვის კითხვარის გაგზავნა, რომელიც მოიცავდა კითხვებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის, და რუსეთის მიერ 2014 წელს უკანონოდ ანექსირებული უკრაინის ყირიმის სტატუსის შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის თქმით, მან დაადგინა, რომ ლიეტუვაში მცხოვრები რუსეთისა და ბელარუსის 1164 მოქალაქე საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას. ამ სიიდან 910 ბელარუსია, 254 - რუსი.