Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„რაც დრო გავა, საფრთხის შემცველი ზონები უფრო ბევრი გვექნება“, - ინტერვიუ გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან

„რაც დრო გავა, საფრთხის შემცველი ზონები უფრო ბევრი გვექნება“, - ინტერვიუ გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან

„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვი სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“ - დაწერა 6 აგვისტოს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, გლაციოლოგმა ლევან ტიელიძემ.

თუ რამდენიმე დღის წინანდელი სატელიტური ფოტოებით ჯერ კიდევ ვარაუდების გამოთქმა შეეძლო შოვში მომხდარზე, 5 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათზე, ლევან ტიელიძის სიტყვებით უკვე ნათლად გამოჩნდა სტიქიის წარმოქმნის წერა.

მეცნიერი წერს, რომ კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში.

ასეთი ზვავი, საქართველოში 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა, მყინვარ დევდორაკზე.

რა იწვევს ასეთ ზვავს? მეცნიერი წერს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა. ეს ფერდობები, კლიმატის ცვლილების ფონზე, ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას, სიმტკიცეს კარგავს და ის შეიძლება ჩამოიშალოს თავისითაც, უხვი ნალექის გამოც, მცირედი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი.

ლევან ტიელიძის ამ მოსაზრებას აი, ეს სატელიტური ფოტოებიც ახლავს.

 

ლევან ტიელიძეს ახალ ზელანდიაში ამ სურათების გამოქვეყნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ვესაუბრეთ - ვილაპარაკეთ შოვის სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე, კავკასიაში მყინვარების დნობასა და სტიქიურ მოვლენებზე მის გავლენაზე, ასევე იმაზე, როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ის, რაც შოვში, 3 აგვისტოს დატრიალდა.

ლევან ტიელიძე: ახალი თემა არ არის, რომ მყინვარები დნება. არაერთი პუბლიკაცია ამ საკითხზე ჩემი ავტორობითაც დაბეჭდილა და ვიცით, რომ მყინვარები სწრაფად დნება. განსაკუთრებით კი, ბოლო ათწლეულის პერიოდში. ვიცით ისიც, რომ ყველა იმ აუზში, სადაც ეს მყინვარები გვაქვს კავკასიონზე, მოსალოდნელია სტიქიები.

რადიო თავისუფლება: ბუბა-თბილისას მყინვარებზე რას გვეტყვით? რა ახასიათებს ამ მყინვარებს?

ლევან ტიელიძე: ბუბა-თბილისას მყინვარები ეს არის საკმაოდ დიდი მყინვარები მდინარე ჭანჭახის აუზში. თბილისას მყინვარს ადრეც ახასიათებდა ხოლმე ბლოკური ჩამოქცევები და ეს ჯერ კიდევ 2010 წელს დავაფიქსირეთ. ძალიან დიდი დაქანება აქვს ამ მყინვარის რელიეფის ზედაპირს. შოვის მიმდებარე ტერიტორია მეოთხეულ პერიოდში მყინვარული საფარით იყო დაფარული. კლიმატის ცვლილების და თბობის შედეგად, ამ მყინვარებმა უკან დაიხია და დღეს რა მყინვარებიც გვაქვს, ეს სწორედ ამ ძველი გამყინვარების ნაშთებია.

ამ მყინვარებს გარკვეული პერიოდი, ასწლეულები დასჭირდა, რომ დასტაბილურებულიყო საიმისოდ, რომ იქ ადამიანი დასახლებულიყო. დღესაც, როცა მყინვარები უკან იხევს, ისევ წლები დასჭირდება გარემოს დასტაბილურებას - ნაშალის ჩამორეცხვას, მცენარეული საფარის გაჩენას და ა.შ.

იმდენად სწრაფად მიდის გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილების პროცესი, რომ ამ დასტაბილურების პროცესს წლები დასჭირდება. რაც დრო გავა, საფრთხის შემცველი ზონები უფრო ბევრი გვექნება. ამიტომ არის საჭირო, რომ ხალხმა იცოდეს, რა ქნას ამ დროს.

რადიო თავისუფლება: ეს დღეები სულ ისმის კითხვა - შეიძლებოდა თუ არა გვცოდნოდა, შეიძლებოდა თუ არა შოვის სტიქიის პროგნოზირება...

ლევან ტიელიძე: ასეთი მასშტაბის სტიქია ზუსტად როდის მოხდება, წინასწარ ამის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ როცა ვიცით, რომ ასეთი მოწყვლადი რეგიონები გვაქვს, უნდა ხდებოდეს ვითარების შეფასება, რაც წესით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა კეთდებოდეს (და ამაში სახელმწიფომ არ უნდა დაზოგოს არანაირ ფინანსური რესურსი). მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს მსგავსი მაგალითი დევდორაკის სტიქიის სახით, ეს მართლაც უნდა ყოფილიყო კარგი გაკვეთილი ჩვენთვის. ასეთი ადგილები კავკასიონზე გვაქვს ძალიან ბევრი და სულ უნდა ვიკვლევდეთ და ვიცოდეთ, სად არის განსაკუთრებულად რისკის შემცველი ზონები. იქ კი მუდმივ მონიტორინგს უნდა ვაწარმოებდეთ.

ჩემი აზრით, საჭიროა იყოს რეგიონული ცენტრებიც - ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც რამდენიმე სპეციალისტი იყოს ადგილზე მუდმივად ჩართული მონიტორინგის პროცესში. არა იმ რუსული თუ საბჭოური ვერტმფრენებით, არამედ დრონებით, მცირე ჰელიკოპტერებით. მაგალითად, მოსახლეობა გეუბნება, რომ ორი დღეა მდინარე აღარ მოდის, იქ რომ ამ დროს ადგილზე იყოს სპეციალისტების ჯგუფი, ვისაც შეუძლია მაშინვე დაათვალიეროს ადგილზე რა ხდება და რეაგირება მოახდინოს, უკვე 15-20 წუთი მაინც შეიძლება გქონდეს დრო, რომ ადგილიდან გაასწრო...

რადიო თავისუფლება: ევაკუაციისთვის შოვში ხალხს დრო, ფაქტობრივად, არ ჰქონდა.

ლევან ტიელიძე: ეს კიდევ ცალკე დიდი პრობლემაა, რა ვიცით საერთოდ ევაკუაციაზე? სავარაუდოდ, აქ ჩვენი ცოდნა, სამწუხაროდ, არის ნული. თან რეგიონში, სადაც მუდმივად ასეთი სტიქიების მოლოდინში ვართ. ამიტომ არის საჭირო, რომ როცა კურორტზე ასეულობით ადამიანს მასპინძლობ, სულ მინიმუმ, რაღაც ევაკუაციის გეგმა არსებობდეს - რას ვაკეთებთ ამ სტიქიის დროს, სად მივდივართ? ახალ ზელანდიაში, საიდანაც ახლა გელაპარაკებით და რომელიც აქტიური სეისმური ზონაა, საბავშვო ბაღიდან ასწავლიან ბავშვებს რა ქნან, რომ გადარჩნენ მიწისძვრის დროს - ჩვენთან ეს ცოდნა არის ძალიან დაბალი და მაგის გამოსწორება დღეიდან უნდა დავიწყოთ.

რადიო თავისუფლება: საქართველოში, სულ ცოტა რამდენ ან რომელ ხეობებშია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონიტორინგის სისტემების არსებობა?

ლევან ტიელიძე: მაგალითად, სვანეთში, ყაზბეგში, რაჭაში, თუშეთში, მთიულეთში - ცხადია, ყველა ხეობას არ ვგულისხმობ. ბევრი ისეთი ხეობაა, სადაც არავინ ცხოვრობს. ამიტომაა საჭირო ამის კვლევა - სად არის საფრთხე. ამიტომ არის საჭირო ამ პროცესში მეცნიერების ჩართვა.

გარემოს ეროვნული სააგენტო კი ამბობს, რომ აქ მეწყერია, აქ ღვარცოფის საშიშროებაა, მაგრამ მაგის შემდეგ არაფერი კეთდება. მათი გეოლოგიური ჯგუფი, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს და მართლა ბევრს შრომობენ, არ არის ამ საქმისთვის საკმარისი,

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი შიშნარევი კითხვა, რაც ასევე არაერთხელ დაისვა ამ დღეებში - ისევ ხომ არ მოხდება, ხომ არ განმეორდება იგივე მალე?

ლევან ტიელიძე: ასეთი სტიქია შესაძლოა, არ მოხდეს ერთ წელში, მაგრამ რამდენიმე ათეულ წელში განმეორდეს. ამიტომ სულ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება. და განსაკუთრებით იმ რეგიონში, რაჭაში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. სადაც მამისონზე რუსები დგანან. ამ მხარეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობა ცხოვრობდეს.

ბუნება სულ იძლევა სიგნალს - როცა მდინარე დიდდება და მოდის ღვარცოფი, ეს ნიშნავს, რომ ეგ მდინარე გაძლევს სიგნალს. 2020-ში რომ ადიდდა მდინარე და ნახევარი შოვი წაიღო, ეგ ხომ ცნობილი ფაქტია? და რა გაკეთდა მერე ამის პრევენციისთვის? სამწუხაროდ, არაფერი.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Европеец переехал в Россию и удивился одной особенности жизни в стране

Звезды хоккея сыграют в Химках в рамках турнира «Золотая шайба»

Неадекватного пассажира, утверждавшего, что он участник СВО, сняли с поезда Челябинск-Москва

Фермер из Канады обнаружил на поле возможные фрагменты космического корабля Crew Dragon. Эксперты согласны, что обломки принадлежат SpaceX, но компания пока не подтвердила это

Музыкальные новости

Обращение Аршака Карапетяна к соотечественникам

В Республике Марий Эл вновь пройдет кинофестиваль «Движение по вертикали», посвященный памяти Станислава Говорухина

Чемпионат России по футболу для людей с ограниченными возможностями начался в Дзержинске

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Новости России

Российские регионы отранжировали по степени взаимодействия с Китаем

Глава WADA Банька призвал оценивать дело китайских пловцов без предубеждений политики

Помощь на новом уровне: Как Москва модернизирует медицинскую инфраструктуру

Фермер из Канады обнаружил на поле возможные фрагменты космического корабля Crew Dragon. Эксперты согласны, что обломки принадлежат SpaceX, но компания пока не подтвердила это

Экология в России и мире

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Студенты городских образовательных учреждений проходят практику в Marins Park Hotel Новосибирск

Страдания юного Аюша Булчун

Спорт в России и мире

«Подача на победу на Уимблдоне». Гвардиола – о заключительном туре АПЛ

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Свищёв: МОК и ITF не будут реагировать на призывы наказать Хачанова

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Moscow.media

Седая весна...

Игровые клавиатуры Bloody S515R, B825R: механические свитчи и подставка под запястья

Военные следственные органы Следственного комитета Российской Федерации отмечают 157-ю годовщину образования

Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *