დღე ისტორიაში – 7 აგვისტო
2018 წელს, სრულად აზიელი მსახიობების შემადგენლობით, ჰოლივუდის პირველი ფილმი გამოვიდა, სახელწოდებით “Crazy Rich Asians”.
1990 წელს ამერიკელი ჯარისკაცები ჩავიდნენ საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის პირველი ომის ფარგლებში.
1987 წელს ლინ კოქსმა ახალი რეკორდი დაამყარა, 2,7 მილი, ალასკიდან ციმბირამდე, ცურვით დაფარა.
1985 წელს იაპონიის კოსმოსური განვითარების ეროვნულმა სააგენტომ პირველ ასტრონავტებად მამორუ მოჰრი, ჩიაკი მუკაი და ტაკაო დოი აირჩია.
1959 წელს ფლორიდიდან NASA-ს თანამგზავრი Explorer 6 გაემგზავრა.
1927 წელს მეკობრე ალკოჰოლის კონტრაბანდისტმა, ჰორას ოლდერმანმა, მოკლა სამი ადამიანი, მათ შორის სანაპირო დაცვის თანამშრომელი და საიდუმლო სამსახურის აგენტი.
1914 წელს ბრიტანეთის ჯარები ჩავიდნენ საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს.
1912 წელს პროგრესულმა პარტიამ თეოდორ რუზველტი აშშ-ს პრეზიდენტად დაასახელა.
1888 წელს მბრუნავი კარის პატენტი ამერიკელმა გამომგონებელმა თეოფილუს ვან კანელმა მიიღო.
1782 წელს ჯორჯ ვაშინგტონმა შექმნა Purple Heart მედალი, როგორც სამხედრო ღვაწლის სიმბოლო.
1606 წელს პირველად შესრულდა შექსპირის მაკბეტი.
წყარო/ფოტო: The Fact Site