Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“პუტინმა 2012 წელს აღიარა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა გენშტაბმა მასთან შეთანხმებით 2006-2007 წლებში შეიმუშავა” – 15 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

კრემლი საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დაემუქრა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან გამომშვიდობება მოუწევდა. მოსკოვმა მუქარა აასრულა, 1991-1993 წლებში რუსეთის ძალისხმევით საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება დაემხო, თბილისმა ცხინვალზე და სოხუმზე კონტროლი დაკარგა, მსხვერპლის სახით 25 000-ზე მეტი ადამიანი მიიღო, რასაც საკუთარ ქვეყანაში 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაემატა. ეკონომიკა 70%-ით შემცირდა, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ პერიოდში ძალადობრივი გზით ან შიმშილით, ამის სტატისტიკა არ არსებობს.

ოკუპაცია 1993 წელს არ დასრულებულა, მას 1998 წელს გალში, 2004 წელს კი ცხინვალში შედარებით მცირე მასშტაბის სისხლის ღვრა მოჰყვა. პერიოდული სროლები, რაც ზოგ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდებოდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა განსაკუთრებით 2004 წლიდან, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამწვავდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, კრემლისთვის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების რეალური ჩამოყალიბება პრობლემა აღმოჩნდა. ემბარგოს, გაზსადენის აფეთქებისა და ეთნიკური ქართველების საბარგო თვითმფრინავით დეპორტაციის მიუხედავად 2007 წელს საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად – 12.6%-ით გაიზარდა. ორნიშნა ზრდა 2008 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა. მოსკოვი გადამწყვეტი დარტყმისთვის მოემზადა.

2008 წლის 15 ივლისს რუსეთმა სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2008“ დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ რუსული სატანკო ნაწილები ადგილზე ბრძანების მოლოდინში დარჩნენ. ივლისის ბოლოდან და განსაკუთრებით აგვისტოდან ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, რასაც ყოველდღიურად მსხვერპლი ახლდა თან. მდგომარეობა ვერც 7 აგვისტოს ცალმხრივად გამოცხადებულმა მორატორიუმმა განმუხტა. ამ დროისთვის რეგიონში უკვე შესული იყო რუსული რეგულარული არმიის ნაწილები.

8 აგვისტოს დილით, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინისკენ იყო მიპყრობილი და ოლიმპიური თამაშების დაწყებას ზეიმობდა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ამჯერად მას „რუსეთის დროშის ფერებში გადაღებილი ქართული თვითმფრინავით“ თავი აღარ უმართლებია და ომის დაწყების მიზეზად „საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ და „ოსების გენოციდი“ დაასახელა. მოსკოვმა თავიდანვე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ ქართული არტილერიის დაბომბვებს ცხინვალში 2000 მშვიდობიანი ოსი შეეწირა და რომ ქართველი ჯარისკაცები სარდაფებში ოს ბავშვებს ხვრეტდნენ.

რუსეთს არ დაუკონკრეტებია, რა საჭირო იყო ცხინვალის დასაცავად გორში და სენაკში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა და დაცლილი გორიდან უნიტაზების გაზიდვა. მოსკოვს არც იმის ახსნით შეუწუხებია თავი, თუ რამდენი ოსი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ბორჯომის ტყეში 1100 ჰექტარის გადაწვით.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ფოთი, ზუგდიდი და გორი კვლავ ოკუპირებული რჩებოდა. პერევი კი რუსეთის ხელში 2010 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა.

პარადოქსულია, მაგრამ კითხვა – ვინ დაიწყო ომი? 2022 წელსაც ისმის. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიას 1991 წლის 21 დეკემბრის საზღვრებში ცნობს. ამავე საზღვრებს ცნობდა რუსეთიც 2008 წლის 26 აგვისტომდეც. საქართველოს არმიის არცერთ ჯარისკაცს ეს საზღვარი 1 ნაბიჯითაც არ გადაუკვეთია, რუსეთის ტერიტორიაზე 1 ტყვიაც არ გავარდნილა. თუ ვინმესთვის ეს ფაქტები მაინც არასაკმარისი მტკიცებულებებია, მათთვის პუტინმა 2012 წელს აღიარა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა გენშტაბმა მასთან შეთანხმებით 2006-2007 წლებში შეიმუშავა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის – ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა. 2009 წელს საქართველოს მშპ 3.7%-ით შემცირდა.

ვრცლად 

 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Россияне начали отказываться от покупки маленьких квартир из-за высоких ставок

МЧС: пожар в ресторане в Люблине потушили на 350 кв. метров

Суд оштрафовал москвича за демонстрацию желто-голубых волос

Пасхальный фестиваль колокольного звона прошел в Коломне

Музыкальные новости

Футболисты ФК «Динамо Пушкино» заняли второе место в межрегиональном турнире Laffy Cup 2024

Гунга Чимитов в театре кукол Улэгэр - Россия, Культура, Театр, дети

Что там в IT: ИИ-отрыв Google, ChatGPT почти человек, отечественный BIOS

МТС Банк сделал бесплатными внутренние переводы со счета ИП на свой счет карты физлица

Новости России

МЧС: пожар в ресторане в Люблине потушили на 350 кв. метров

Лидеров выборки вторсырья определили на подмосковных КПО «Нева» и «Восток»

Отключение горячей воды в Москве и Подмосковье в 2024 году: что делать, если сроки нарушены

Россияне начали отказываться от покупки маленьких квартир из-за высоких ставок

Экология в России и мире

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Выставки индустрии моды в Москве

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Туристов из каких российских городов больше всего любят в Турции и Египте: россиянка поняла, каких русских там больше всего ждут

Спорт в России и мире

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP

Рыбакина узнала свое место в новом мировом рейтинге

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге

Moscow.media

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

После дождя...

АО «ДиМ» демонтировало 40% старого путепровода над железнодорожными путями

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *