რა პროფესიისა თქვენი ბარბი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ბარბიმ ეს ზაფხული ფერადი, სასიამოვნო და ცოტაოდენი ცრემლებით სავსეც გახადა. თუ პრემიერაზე იყავით, აუცილებლად იგრძნობით გულისამაჩუყებელი მომენტების სიმძაფრეს. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ბევრმა მკაცრად გააკრიტიკა, ფაქტია, რომ იგი ბავშვების, ახალგაზრდა გოგონების და ქალების ცხოვრებაში არსებულ უამრავ მნიშვნელოვან პრობლემას ასახავს და ერთმანეთის თანადგომას, საკუთარი თავის სიყვარულს, სიცოცხლის მშვენიერებას, თანასწორობას, სიკეთეს გვასწავლის.
ალბათ, ბავშვობაში თქვენც არაერთხელ გითამაშიათ ბარბის თოჯინებით. დღეს იგი უფრო მრავალფეროვანია და მატელი აქტიურად ცდილობს ბარბი ნაკლებად სტერეოტიპული გახადოს. კომპანია უკვე ყველანაირი პროფესიის, ფორმის, ზომის, ფერის თოჯინას გვთავაზობს. თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ბარბი, ასტროლოგები თავიანთ მოსაზრებებს გვთავაზობენ.
ვერძი – ბარბი ოქროს მედლით
კურო – ბარბი მოდის დიზაინერია
ტყუპები – ბარბი, როგორც ახალი ამბების რეპორტიორი
კირჩხიბი – პედიატრი ბარბი
ლომი – მუსიკოსი ბარბი
ქალწული – პრეზიდენტი ბარბი
სასწორი – ბარბი ინტერიერის დიზაინერია
მორიელი – ეს ბარბი კი ბიოლოგია
მშვილდოსანი – ბარბი მოდის ინფლუენსერია
თხის რქა – ბარბი ბიზნესლედია
მერყწული – ასტრონავტი ბარბი
თევზები – ბარბი ქალთევზაა
წყარო: Best Life
ფოტოები: Mattel