Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

 „აბა შეხედეთ იმ კაცებს, მოსწონთ?" - რატომ იყო სამართალდარღვევა ის, რაც ავტობუსში გადაღებულ ვიდეოში ჩანს  

 „აბა შეხედეთ იმ კაცებს, მოსწონთ?

„ზაფხულის ერთ-ერთი ლამაზი დღეა, ცხელა, სამსახურიდან შინ ბრუნდები, დაღლილი, ღამენათევი და ამ დროს, სრულიად უცხო პიროვნება გამოთქვამს პრეტენზიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უამრავი ხალხის წინაშე, ჩემს ჩაცმულობაზე. ძალიან ხმამაღლა და უტაქტოდ. არანაირი ქალური სოლიდარობა, სირცხვილის გრძნობა და ფიქრი იმაზე თუ რა მდგომარეობაში მაყენებს ამდენი ხალხის წინაშე. ვწუხვარ, რომ მსგავსი აზროვნების ადამიანებთან ერთად გვიწევს ჯერ კიდევ თანაცხოვრება (პ.ს. მეცვა შორტი და მაისური)“.

ეს პოსტი და ვიდეო, ფეისბუკში, ქალების მიერ ქალებისთვის შექმნილ ჯგუფში [Space for Female talk/ სივრცე ქალური საუბრებისთვის], 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

„სექსუალურად შეავიწროვა“ - ამბობენ იურისტები ქალზე, რომელმაც გოგოს, მისი ჩაცმულობის გამო, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა. ანუ, ჩაიდინა ადმინისტრაციული სახის დანაშაული, რაც ითვალისწინებს ჯარიმას. 

რა ჩანს და ისმის ვიდეოში

ვიდეოში, რომელიც 5 წუთსა და 12 წამს გრძელდება და რომელიც ავტობუსშია გადაღებული, ქალი უცნობ მგზავრ გოგოს ლანძღავს იმის გამო, რომ მისი აზრით, მას „შეუფერებლად“ აცვია: 

„არის ძალიან ვულგარულად ჩაცმული, ამას მეტი წყალი არ გაუვა. რაც უნდა გააკეთოს საკუთარ ტრანსპორტში, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი... შემაწუხა, არ შეიძლება ასეთი ჩაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აქ მარტო მე კი არ ვარ. აბა შეხედეთ იმ კაცებს, მოსწონთ? ყველა ბოზი ჰყავთ სახლში? ყველა შიშველი დადის? იმ კაცებს შეურაცხყოფას აყენებს... საზოგადოება ასეთი ინერტული რომ არის, იმიტომ ვართ ასეთ გახრწნილებაში ჩავარდნილები“.

 

ქალი შეურაცხყოფას აყენებს იმ მგზავრებსაც, რომლებიც გოგოს გამოესარჩლნენ:  „სხვანაირად [ეტყობა] ვერ იქცევთ ყურადღებას და ამ ფორმით გინდათ. ძალიან „ძიშოვია“. 

რატომ სექსუალური შევიწროება?

იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქმედებას ეწოდოს სექსუალური შევიწროება, მას უნდა ჰქონდეს რამდენიმე მთავარი შემადგენლობა:

პირველი - სექსუალური, სქესობრივი შინაარსის ქცევა,  გულისხმობს, როგორც ვერბალურ კომენტარს, ისე, ეს შეიძლება იყოს მიმიკა, შეხება. 

მეორე - ადამიანს მსგავსი ქმედება უნდა აყენებდეს არასასურველ მდგომარეობაში. 

მესამე - ეს უნდა იყოს ღირსების შემლახველი ქმედება, რომელიც ქმნის მტრულ, დამამცირებელ გარემოს. 

 

"დიახ, ეს იყო სქესის ნიშნით შეურაცხყოფა, იყენებდა ისეთ სიტყვებს, როგორიც არის „ბოზი“, „გახრწნილება“, „ვულგარული“. ყველა ეს ფრაზა არის სექსუალური შინაარსის შემცველი, ამ ადამიანმა გოგო ცალსახად ჩააყენა უმძიმეს მდგომარეობაში, მთელი ტრანსპორტი ისმენდა დამცირებას. როგორც ადვოკატი, ვიცნობ არაერთ გადაწყვეტილებას და ოქმს და ვამბობ, რომ დიახ, ეს ნამდვილად იყო სექსუალური შევიწროების შემთხვევა, 100-დან 100%-ით. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, იყო ცალსახად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა“, - ამბობს იურისტი ანა არგანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი.

რას ამბობს კანონი სექსუალურ შევიწროებაზე

ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც საქართველომ მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, იქ ჩაიწერა, რომ სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას ან ადამიანს უქმნის  დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. 

2019 წლის მაისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ, რომლის თანახმადაც, ცვლილებები შევიდა ოთხ კანონში: 

შრომის კოდექსში

სახალხო დამცველის შესახებ კანონში

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 

სწორედ 2019 წლიდან, საზოგადოებრივ ადგილებში, მაგალითად, ტრანსპორტში, ქუჩაში, სკვერში სექსუალური შევიწროებისას, პატრული გახდა ვალდებული, შეისწავლა საკითხი და შევიწროების  დადასტურების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დააკისროს ჯარიმა 300-დან 1000 ლარამდე. 

მეტიც, იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება ჩადენილია ორი ან მეტი პირის მიერ, შესაძლებელია დასჯის სახით კიდევ ორი სხვა ღონისძიების გამოყენება:  პატიმრობა 10 დღით  ან ერთ თვემდე გამასწორებელ სამუშაო. 

როგორ იქცევი, როდესაც სექსუალურად გავიწროებენ

პირველ რიგში,  საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სექსუალური შევიწროების ამოცნობა და არ ეგონოს, რომ ეს მხოლოდ კაცების „პრივილეგიაა“.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი საჯარო სივრცეში, მაგალითად, ამ შემთხვევაში, ტრანსპორტში ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, უნდა მიმართოს პოლიციას:

„საპატრულო ეკიპაჟი ავტობუსს მომდევნო გაჩერებაზე უნდა დახვდეს. პოლიცია ადის ავტობუსში და ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც იგზავნება სასამართლოში. სექსუალური შევიწროების დამტკიცება არის პოლიციის ტვირთი. ქალმა არ უნდა იდარდოს, თავად შეძლებს თუ არა ფაქტის დამტკიცებას. პოლიციამ იქვე უნდა მოიძიოს მოწმე, ავტობუსში არის კამერები და ასევე სხვა მტკიცებულებები.

გვქონია შემთხვევები, როდესაც ლიფტში მოხდა სექსუალური შევიწროება, არავინ იყო მოწმე, მაგრამ სასამართლომ მაინც დაადგინა, რომ მოხდა სექსუალური შევიწროების ფაქტი“, - გვეუბნება ანა არგანაშვილი.

სტატისტიკით, პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმის თითქმის აბსოლუტურული უმრავლესობა სასამართლოს მიერ მტკიცდება. ანუ მას, ვინც ადამიანი სექსუალურად შეავიწროვა, სასამართლო ჯარიმას აკისრებს.

თუკი სტატისტიკაში ჩავიხედავთ, 2020 წელს, შსს-ს მიერ გამოვლინდა სექსუალური შევიწროების 23, 2021 წელს 26 სამართალდარღვევა. სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტი შემთხვევა მოხდა თბილისში. 

2021 წელს გამოვლენილი 26 შემთხვევიდან, ადმინისტრაციული სამართლის საქმის წარმოება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყდა. სასამართლო სექსუალური შევიწროების საქმეებზე ძირითადად იყენებს ჯარიმას სხვადასხვა ოდენობით. თუმცა, ერთ შემთხვევაში, 2020 წელს, სასამართლომ გამასწორებელი სამუშაო, მეორე შემთხვევაში - ადმინისტრაციული პატიმრობა გადაწყვიტა.

"სექსუალური შევიწროება დაუსჯელი არ რჩება“

დახურული ფეისბუკჯგუფი Space for Female talk/ სივრცე ქალური საუბრებისთვის, თამ ფონიავამ დაახლოებით 5 წლის წინ  შექმნა. ახლა ჯგუფი 100 ათასზე მეტ ქალს აერთიანებს. ეს არის პირველი ციფრული პლატფორმა, რომელიც მსჯელობს ქალების რეპროდუქციულ უფლებებსა და ჯანმრთელობაზე.

21 აგვისტოს სწორედ თამ ფონიავამ, პოსტის ავტორთან შეთანხმებით გაასაჯაროვა ავტობუსში გადაღებული ვიდეო, რომელიც ძალიან მალე ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. 

“უკანასკნელი ერთი წელია დღეში დაახლოებით, 5-6 მსგავსი შინაარსის პოსტი მომდის“, - ამბობს ჯგუფის შემქმნელი და მოდერატორი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თამ ფონიავამ, რომ ვიდეო, სადაც ასახული იყო აშკარა სექსუალური შევიწროების ფაქტი, საჯაროდაც გავრცელებულიყო:

„როდესაც დავინახე, რომ სექსუალური შევიწროების საკითხი ძალიან მკაფიოდ დადგა დღის წესრიგში, არა მხოლოდ კაცების მხრიდან, არამედ ქალებისგანაც, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ის საჯარო გამხდარიყო. სამწუხაროდ, პირადადაც მეც გავმხდარვარ ანალოგიური შევიწროების მსხვერპლი ქალის მხრიდან საჯარო სივრცეში. 

მართალია, სექსუალური შევიწროების შემთხვევების 90% კაცებზე მოდის, მაგრამ არიან ქალებიც, რომლებიც განსჯიან სხვებს და თვლიან, რომ მათი საქციელი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, რაკი საზოგადოებრივ სივრცეებში სექსუალური შევიწროების ფაქტები ძალიან ბევრია, გვინდა, რომ ეს ინფორმაცია არ დარჩეს მხოლოდ დახურულ ჯგუფში და ვფიქრობთ, რომ ცხადია, პოსტების ავტორებთან შეთანხმებით, ნელ-ნელა ისინი საჯარო გავხადოთ, რათა საზოგადოებამ ისწავლოს, რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ დაიცვან მისგან თავი“, - ამბობს ის. 

თამ ფონიავას დაკვირვებით, ახლა საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში, „ეპიდემიად“ იქცა ქალებისთვის  ფოტოების და  ვიდეოების გადაღება: 

„რატომღაც ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ დაუსჯელი დარჩებიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ქალები ამ ფაქტებს აფიქსირებენ, აზიარებენ მათ ვიდეოებს და ფოტოებს მრავალათასიან ჯგუფში და შეუმჩნეველი არაფერი რჩება. ბევრმა მათგანმა პოლიციასაც მიმართა. უკვე ყველას ვაფრთხილებთ, რომ მსგავსი ფაქტის დროს გამოიძახონ პოლიცია“. 

დაახლოებით ერთი წლის წინ, მრავალათასიან ჯგუფში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალების 95%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში.

რეპლიკა რომელმაც შეიძლება განსაზღვროს მთელი ცხოვრება 

ფსიქოლოგი მაია ცირამუა არაერთი წელია იმ ადამიანებთან მუშაობს, რომლებსაც უჭირთ დამოუკიდებლად იმ ტრავმებთან გამკლავება, რომელიც მათ ან თინეიჯერობისას, ან ადრეული ახალგაზრდობის ასაკში ჩამოუყალიბდათ.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში დიდხანს ილექება და არაერთი კომპლექსის განვითარებას უწყობს ხელს, ეს არის სწორედ უხამსი, საჯარო (თუნდაც არასაჯარო) შენიშვნა მის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე. მაია ცირამუა იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას - ის დიდხანს მუშაობდა ქალთან, რომელიც ახალგაზრდობაში მსგავსი შენიშვნის მსხვერპლი გახდა:

„მთელი ცხოვრება ბეჭებში მოხრილი და დახურული ტანსაცმლით დადის ეს ქალი იმის გამო, რომ ახალგაზრდობაში მიიღო ისეთი უხამსი რეპლიკა მკერდთან დაკავშირებით, რომელიც ვერაფრით დაძლია. იქცა ტრავმად და ვერ გადალახა“.

მისი თქმით, განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი ტიპის შენიშვნები და რეპლიკები მოზარდობისას, როდესაც ყველაზე დიდი კონფლიქტი აქვს ადამიანს საკუთარ სხეულთან:

„ამ დროს ის იცვლება ყველა თვალსაზრისით და მისთვის ნებისმიერი რეპლიკა, შეხება და ხაზგასმა მის თვითგამოხატვაზე, არის ძალიან სენსიტიური. თუ დავაკვირდებით მოზარდებს, მათ ჩაცმულობას, მათ თვითგამოხატვას, აქ ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ვიღაც მალავს სახეს, ვიღაც სხეულის რაღაც ნაწილს, ვიღაც პირიქით, ეს არის საკუთარი თავის მოსინჯვა ამ სამყაროში და ამ დროს, მსგავსი უხამსი შენიშვნები, რაც მეც გამომიცდია თინეიჯერობისას, ძალიან დიდ გავლენას ახდენს საკუთარი თავის აღქმაზე“.

ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული ფაქტი, როდესაც სასამართლომ ტაქსის მძღოლი სექსუალური შევიწროებისთვის დააჯარიმა, ორი თვის წინ გასაჯაროვდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია ტაქსის მძღოლის რეპლიკა ქუჩაში მდგარი ქალის გარეგნობაზე და კაცი 300 ლარით დააჯარიმა. 

სასამართლო ამ საქმეზე განიხილავდა სოფო გოგსაძის საჩივარს. იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ითხოვდა იმ ტაქსის მძღოლის ცნობას, რომელმაც 2 ივნისს ბარნოვის ქუჩაზე მის სიახლოვეს მოძრაობა შეანელა და უთხრა, "რა არის, რამხელა ბაყვები გაქვს!"

გოგოს, რომელსაც ავტობუსში ქალმა შეურაცხყოფა მიაყენა, კანონმდებლობის თანახმად, ახლა აქვს ორთვიანი ვადა, რომ მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა. და თუკი საბოლოოდ სასამართლო დაადგენს სექსუალური შევიწროების ფაქტს, ქალი 300 ლარით დაჯარიმდება.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Суд арестовал научного сотрудника онкоцентра из-за призывов к терроризму

В Петербурге четырехлетний ребенок на самокате погиб под колесами грузовика

Пасхальный фестиваль колокольного звона прошел в Коломне

Консультант Лейкина рассказала о способах определения удовлетворённости работой

Музыкальные новости

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России

На выставке «Россия» подвели итоги первого Всероссийского свадебного фестиваля

Куклы Ульгэра учат детей и подростков ПДД: Россия, Культура, Театр и Дети

Новости России

Sohu: Пекин удивлен первым действием Путина по возвращению из Китая

Парк Кривякино в Воскресенске стал 11-м по посещаемости в Подмосковье за неделю

Во владимирской школе установили мемориальную доску погибшему на СВО выпускнику

Прозоров: Россия свою позицию объявила, но Запад не поменяет Зеленского

Экология в России и мире

Выездной Фотограф для всех желающих, ну и конечно Артистов и Музыкантов.

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении

«585*ЗОЛОТОЙ» назвала топ-10 самых популярных драгоценных камней в России

Спорт в России и мире

Экс‑теннисистка Джорджи обвиняется в краже мебели и ковров на €100 тысяч — СМИ

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый

Сумасшедший матч «Реала», Медведев опустился в рейтинге ATP. Главное к утру

Рыбакина узнала свое место в новом мировом рейтинге

Moscow.media

Разделение изотопа

Главы МЧС и Минприроды РФ доложили Владимиру Путину о паводковой обстановке в Оренбуржье, Тюменской, Курганской и Омской областях

Старый Гоор.

Сотрудник Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области встретился с учащимися МОУ СОШ №1







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *