როგორ ვიგრძნოთ თავი უფრო მშვიდად და ბედნიერად
იმისათვის, რომ თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ, სხვადასხვა მეთოდები არსებობს. სტატიაში სტრესისა და შფოთვის შესამცირებელ რამდენიმე ხერხს გაგაცნობთ. რა თქმა უნდა, ყველა მიდგომა ინდივიდუალურია, თუმცა რაღაც საერთო დეტალებს აუცილებლად აღმოაჩენთ, რაც ძალიან დაგეხმარებათ.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ შფოთვის ან პანიკური შეტევის დროს ყურადღება აუცილებლად სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ. მაგალითად, ისეთ დეტალებზე, რაც ჩვენი გონების გარეთ ხდება და არა მის შიგნით, რათა რეალობაზე ვკონცენტრირდეთ. სცადეთ, ხატვა ან წერა თქვენი არადომინანტი ხელით. ეს ფოკუსირებაში დაგეხმარებათ და ახალი გამოცდილება ნეგატიურ ფიქრებს დაგავიწყებთ.
სტრესის შესამცირებლად და მოსახსნელად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ჟურნალის წერა. უარყოფითი ემოციების ფურცლებზე გადატანა, წარწერების, ნახატების, თუნდაც სკეტჩების სახით, ამ ყველაფრისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. აწარმოეთ ჟურნალი ყოველდღიურად და შედეგს ძალიან მალე იგრძნობთ.
მზის აბაზანების მიღება, გარეთ სეირნობა, ბუნებასთან ინტერაქცია დეპრესიის და შფოთვისგან გასათავისუფლებელი ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ისეირნეთ მარტო, მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში სუფთა ჰაერი და მზის სხივები თავს უკეთ გაგრძნობინებთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის ტარება.
აქვე არ დაივიწყოთ ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა. ცეკვა, ცურვა, იოგა ან სხვა თქვენთვის სასურველი აქტივობა. ეს დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს და მოერიდეთ ელექტრონულ მოწყობილობებს ღამით. რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ ეკრანთან და დაკავდით ისეთი საქმიანობებით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
წყარო: Best Life