Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ISW: „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო

ISW: „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია ერთადერთი, ვისაც შეეძლო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკიდურესად ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ პუტინის ბრძანების გარეშე, პრიგოჟინთან გასწორება გადაეწყვიტათ თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს, რომელთა წინააღმდეგ „ვაგნერმა“ 2023 წლის 23 ივნისს ამბოხება მოაწყო. ზუსტად 2 თვის შემდეგ, 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც მგზავრების ოფიციალური სიის მიხედვით, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

ISW აღნიშნავს, რომ რუსული ელიტა დარწმუნებული იყო, რომ ამბოხების შემდეგ პრიგოჟინი ცოცხალი დარჩა მხოლოდ პუტინის მითითებით, ორი თვის შემდეგ კი, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, გადაწყვიტა, რომ „ვაგნერელებს“ შორის პრიგოჟინის ავტორიტეტი უკვე საკმაოდ შერყეულია, თავად კერძო სამხედრო კომპანია კი, გახლეჩილი და დასუსტებულია და სერიოზულ პრობლემებს აღარ უქმნის.

რუსეთის ტვერის ოლქში 23 აგვისტოს, საღამოს ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელშიც ოფიციალური სიის მიხედვით მყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. დღეს, 24 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცხედრები იმდენად დამწვარია, რომ ამოსაცნობად დამატებითი ექსპერტიზაა საჭირო. 23 აგვისტოს ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრიგოჟინი შესაძლოა, თვითმფრინავში არ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარი მგზავრების სიაშია შეტანილი. რუსეთის ხელისუფლებას პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ევგენი პრიგოჟინი „რუსეთის მოღალატეების“ ქმედებების შედეგად დაღუპულად გამოაცხადა „ვაგნერთან“ კავშირის მქონე რუსულმა ტელეგრამ-არხმა Grey Zone. ბრიტანულ BBC-ს „ვაგნერის“ ექვსმა წევრმა ამა, თუ იმ ფორმით დაუდასტურა პრიგოჟინის სიკვდილი. როგორც ერთ-ერთმა თქვა, „ეს დასასრულია“.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро“-ს კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.

24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.

24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.

24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве более чем в 2,4 раза вырос объем производства компьютерного оборудования

Работники Краснодарского филиала приняли участие в праздничных мероприятиях, посвященных Дню России

Экскурсионная программа для пенсионеров прошла в Музее Победы

Лидер молдавской партии «Шанс» рассказал о своем задержании в аэропорту Кишинева

Музыкальные новости

Азербайджан назначил столицей тюркского мира талышский город Ленкорань. Талышские организации мира бьют тревогу

Парадоксы двойного стандарта

Захарова: армянам - нота, апшеронцам – «да»

Рассылка для АКТЕРА – ЛУЧШИЙ способ найти СЪЕМКИ и РАБОТУ в Кино, на ТВ и Рекламе.

Новости России

В подмосковном ЖК «Белые росы» началось вручение ключей от квартир

В Москве более чем в 2,4 раза вырос объем производства компьютерного оборудования

Назван состав жюри конкурса короткометражных фильмов фестиваля «Западные ворота»

Специалист Рудаков: при сборе грибов важно ориентироваться на их запах

Экология в России и мире

Назван российский город, откуда в Турцию срочно увеличивают число рейсов, впервые поставив широкофюзеляжный самолет Airbus 330

Попурри мелодий и дух патриотизма: военный оркестр в парке «Кузьминки» отметил День России

В Москве пройдет выставка Евгении Васильевой «Между пороком и добродетелью»

Гастроэнтеролог Садыков рассказал, как не допустить отравления бутилированной водой летом

Спорт в России и мире

Соболенко в купальнике зажигательно станцевала перед женатым бойфрендом. Видео

Испанский теннисист Надаль не сыграет на Уимблдоне

Самсонова вышла в четвертьфинал турнира WTA в Хертогенбосе

Хачанов вылетел с турнира ATP в Хертогенбосхе после первого же матча

Moscow.media

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Завершено масштабное обновление трассы М-4 Дон в Ростовской области

Вечерело...

Северные ночи...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *