Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხეილ სააკაშვილი: ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით უკრაინაში და თქვენ?

მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ამაყობს ყველა იმ ქართველით, რომლებმაც უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილი შეიტანეს.

„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა!

მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა გრუშევსკიმ თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. ,,ვარდების რევოლუციას” უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა “ნარინჯისფერ რევოლუციაზე”.

მას შემდეგ რაც მე 2014 წლის მაიდანზე ჩავედი (მაიდნის ამ მოვლენების დროს 2 ქართველი დაიღუპა) ჩემთან ერთად კიევში ნამდვილი ქართული დესანტი გადასხდა. უზარმაზარი გავლენა ჰქონდა კახა ბენდუქიძის იდეებს. კიევის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. უკრაინაში ახალი პოლიციის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკა ზღულაძემ და ხატია დეკანოიძემ, რომელიც გახდა უკრაინის ნაციონალური პოლიციის პირველი უფროსი. გიორგი ვაშაძემ, ადგილობრივ ქართველთან – ლევან ფარცხალაძესთან ერთად, კიევის ცენტრში ქართული იუსტიციის სახლის პირველი ანალოგი ააშენა და შექმნა მოდელი, რომელსაც ‘’Готово’’ ეწოდა.

მთელი უკრაინისთვის ჩვენ ყველანი ჩართული ვიყავით სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის შექმნაზე, რომელსაც ‘’პროზორო’’ ეწოდა.

მარიუპოლის მშენებლობაში და ინვესტიციების მოზიდვაში აქტიურად იყო ჩართული ლევან ვარშალომიძე. ფაქტობრივად, მარიუპოლის ბათუმიზაცია ლევანის პროექტი იყო და რომ არა ეს მოვლენები, დღეს მარიუპოლი სულ სხვანაირი იქნებოდა.

გოგა ცხაკაია უკრაინაში რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით გატარების, ისეთი როგორიცაა: საბაჟო, სამშენებლო ნებართვები და სხვა, ერთ-ერთი წარმატებული და ცენტრალური ფიგურაა.

კობა ნაყოფია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საკუთარი ინიციატივებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კობა კიდევ უფრო აძლიერებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას.

გია ლორთქიფანიძემ პრაქტიკულად თავიდან ჩამოაყალიბა უკრაინის კონტრდაზვერვა. დათო ლორთქიფანიძემ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეობისას გამოიძია უკრაინის ისტორიაში და იმ დროისთვის ყველაზე რეზონანსული საქმე, დააპატიმრა ქალაქ კიევისა და კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის პროკურორი.

გიზო უგლავამ ჩამოაყალიბა უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის ‘’НАБУ’’ – გამოძიების ინსტიტუტი. მას შემდეგ, რაც ამ სამსახურს სათავეში ჩაუდგა ჩემი მრავალწლიანი თანაშემწე სიმონ კრივონოსი НАБУ-მ ანტიკორუფციულ სფეროში სასწაულების კეთება დაიწყო. მაგალითად, დააპატიმრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალაქ ოდესის მერი და ბევრი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი სამხედროები. ვამაყობ, რომ ჩემმა კიდევ ერთმა თანაშემწემ გიორგი ქუფარაშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა „აზოვის’’ შექმნაში და დღესაც მძიმე ჭრილობის შემდეგ დაბრუნდა მწყობრში.

2014 წლიდან 70-ზე მეტმა ქართველმა გაწირა თავი უკრაინისთვის და, შესაბამისად, საქართველოსთვის. ქართულ ლეგიონს და მამუკა მამულაშვილს მთელი უკრაინა იცნობს.

რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში უკრაინის ხელისუფლებამ მთავარი ფუნქცია ზურაბ ადეიშვილს დააკისრა.

ასე რომ, თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის! ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე!

მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით უკრაინაში და თქვენ?”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Что там в IT: ИИ-отрыв Google, ChatGPT почти человек, отечественный BIOS

Детский сквер в пос Октябрьский Люберец начнут благоустраивать в июне

В Мексике детям депутатов прочитали «Дядю Степу»

Неадекватного участника СВО сняли с поезда Челябинск-Москва

Музыкальные новости

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Эвелина Блёданс с сыном подарила сказку детям из «Вертикали»

Яндекс.Недвижимость: за месяц однушки в новостройках Москвы подешевели на 4,5%

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова

Новости России

"Осьминог" в новом правительстве России: О слабых и сильных местах говорят эксперты

Почти 500 тыс детей в Подмосковье прошли профосмотры с начала года

Пара из Шпаковского округа поженилась на выставке в Москве

Эксперты рассказали, как очистить унитаз с помощью лаврового листа

Экология в России и мире

Студенты городских образовательных учреждений проходят практику в Marins Park Hotel Новосибирск

Туристов из каких российских городов больше всего любят в Турции и Египте: россиянка поняла, каких русских там больше всего ждут

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей

Звуковая зубная щетка Revyline RL060 White и зубная паста Revyline Smart заказать в Назрани

Спорт в России и мире

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»

Moscow.media

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Под зеленым куполом

«Грузовичкоф» развивает представителей бизнес-среды

16-летнюю Volvo продали за рекордный срок







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *