მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ რუსეთის მოქალაქეებს უცხოური ვალუტის შეძენა აუკრძალა
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ Binance-მა რუსეთის მოქალაქეებს რუბლის გარდა ნებისმიერი ვალუტით ვაჭრობა აუკრძალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
აკრძალვის შესახებ პირველებმა რუსმა გეიმერებმა განაცხადეს. მათ ბირჟაზე თურქული ლირის შეძენა ვერ მოახერხეს, რომელიც Steam, PlayStation და Xbox-ის თურქულ აკაუნტებზე თამაშებისთვის არის აუცილებელი.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა კრიპტოვალუტის სერვისების გამოყენება უფრო აქტიურად დაიწყეს. რუსეთში შეზღუდულია ოპერაციები SWIFT-ის გამოყენებით. საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებმა რუსული ბაზარი დატოვეს.