დღე ისტორიაში – 27 აგვისტო
2003 წელს 60 000 წლის განმავლობაში მარსი დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში მოვიდა.
1991 წელს მოლდოვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1964 წელს ლოს-ანჟელესში “მერი პოპინსის” პრემიერა შედგა.
1950 წელს, პირველად ისტორიაში, BBC-მ საფრანგეთის ქალაქ კალესიდან დიდი ბრიტანეთის ტელეეკრანებზე პირდაპირი ტრანსლაცია განახორციელა.
1939 წელს მსოფლიოში პირველმა რეაქტიულმა თვითმფრინავმა, Heinkel He 178-მა პირველი ფრენა დაასრულა.
1883 წელს ინდონეზიაში, ჯავაში, კრაკატოას ვულკანი ამოიფრქვა. განადგურდა კუნძულისა და მისი შემოგარენის 70%.
1881 წელს ფლორიდას ძლიერ ქარიშხალი დაატყდა თავს. დაიღუპა 700 ადამიანი.
1813 წელს ნაპოლეონმა ავსტრიელების წინააღმდეგ დრესდენის ბრძოლა მოიგო.
1776 წელს ბრიტანელებმა დაამარცხეს ამერიკელები ლონგ აილენდის ბრძოლაში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ბრუკლინის ბრძოლა.
წყარო/ფოტო: The Fact Site