მიშელი გამოდის წინადადებით 2030 წელი დაწესდეს ვადად ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელზე მეტია ელიან
![მიშელი გამოდის წინადადებით 2030 წელი დაწესდეს ვადად ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელზე მეტია ელიან](https://gdb.rferl.org/058a0000-0aff-0242-2e34-08dadeb40d78_w800_h450.jpg)
უკრაინაში რუსეთის აგრესიის, და ბალკანეთის რეგიონში მოსკოვის მზარდი გავლენის საფრთხის ფონზე, ევროკავშირმა უნდა გადადგას "გაბედული ნაბიჯი" და ახალი წევრები 2030 წელს მიიღოს - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს.
სლოვენიაში ვიზიტით ყოფნისას მიშელმა თქვა, რომ დადგა დრო "მკაფიო მიზანი" მიეცეთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ელიან. მიშელმა დასძინა, რომ 2030 წელს ევროკავშირის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს.
ბოსნია-ჰერცეგოვინას, უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვთ, მონტენეგროს, სერბეთსა და კოსოვოს კი გაწევრიანებაზე განაცხადი აქვთ შეტანილი.