თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა (ვიდეო)
თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სამსახურებს:
„ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 0322 72 22 22“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.