ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის - სურვილი თუ რეალობა?
ევროკავშირის მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად ასახელებენ 2030 წელს ახალი წევრების მიღების საორიენტაციო ვადად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ გაფართოების ახალ ტალღაში მოხვედრის თეორიული შანსი საქართველოსაც აქვს, თუმცა გარანტირებული არაფერია.