აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოყოფის შესახებ განაცხადა. დახმარების მორიგი პაკეტი საბრძოლო მასალას, აღჭურვილობას, ნაწილებს მოიცავს. ამის შესახებ უკრაინული მედია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენზე დაყრდნობით იტყობინება.
ახალ პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის AIM-9M რაკეტები, საბრძოლო მასალა HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, განაღმვის აღჭურვილობა, Javelin და სხვა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და რაკეტები.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით 44 მილიარდი დოლარია.