საქართველოდან ოქროს ექსპორტი 12-წლიან მაქსიმუმზეა – სად ვყიდით ძვირფას ლითონს
საქართველოდან ოქროს ექსპორტი 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 52.08 მლნ აშშ დოლარის 1.68 ტონა ოქრო გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 49.9 მლნ აშშ დოლარის 1.56 ტონა ოქრო. შედეგად, 1 წელში ექსპორტი 4.4%-ით გაიზარდა.
იქამდე კი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა და 65.5 აშშ დოლარის 5.04 ტონა ოქრო იყო.
,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, სად ყიდის საქართველო ოქროს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს ძვირფასი ლითონი მხოლოდ 3 ქვეყანაში გაიყიდა.
შვეიცარია – 45.03 მლნ აშშ დოლარის 1.5 ტონა
თურქეთი – 4.8 მლნ აშშ დოლარის 0.12 ტონა
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2.2 მლნ აშშ დოლარის 0.05 ტონა
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქრო ქვეყნის 10 ყველაზე დიდ საექსპორტო ჯგუფში მოხვდა და მე-9 ადგილზეა.
ცნობისთვის, საქსტატზე ოქროს ექსპორტის მონაცემები მხოლოდ 2009 წლიდანაა ხელმისაწვდომი.