ჯო ბაიდენი ქარიშხლისგან დაზარალებულ ფლორიდის შტატში ჩავიდა
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფლორიდაში ჩავიდა, სადაც ქარიშხალ „იდალიის“ მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან.
CNN-ის ინფორმაციით, ფლორიდის გუბერნატორი და აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, რონ დესანტისი ჯო ბაიდენთან შეხვედრას არ გეგმავს, რაც ბევრმა უგულებელყოფად ჩათვალა.
გუბერნატორის წარმომადგენლის, ჯერემი რედფერნის თქმით, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტი შტატის ეკონომიკის აღდგენისთვის მიმართული ძალისხმევის ხელშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
„პრეზიდენტთან შეხვედრას არ ვგეგმავთ“, – განუცხადა CNN-ს ფლორიდის გუბერნატორის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ქარიშხალმა ფლორიდის შტატში მასობრივი ნგრევა გამოიწვია და მოსახლეობას დიდი ოდენობით ზარალი მიაყენა.