Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ფაშიზმდე გამარჯვების დღედ" 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისის გამოცხადებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

„ფაშიზმდე გამარჯვების დღედ

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ" 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებდა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდა (20 მომხრე, 4 წინააღმდეგი). კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები: თეონა აქუბარდია და არმაზ ახვლედიანი. 

პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში“ მოცემულ უქმე დღეების ჩამონათვალში ცვლილებებს გულისხმობდა, რომელიც შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბებულიყო: „8 მაისი  - ფაშიზმზე გამარჯვების დღე“.

კანონპროექტის მომხსენებელი გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. მან ოპოზიცია საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში დაადანაშაულა. 

„ვეტერანებთან კონსულტაციები არ გაგივლიათ, მით უმეტეს ერთი წლის წინ თუ დააინიციირეთ ეს კანონპროექტი, რა ედგა წინ ვეტერანებთან კონსულტაციების გავლას. თქვენ იცით, რომ, რა თქმა უნდა, მათი რეაქცია იქნება უარყოფითი, ამის მიუხედავად, რტომ გამოგაქვთ ეს კანონპროექტი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. საზოგადოების გახლეჩის ინტერესი ჩანს თქვენს ყველა ნაბიჯში. პირადად თეონა აქუბარდიას არ ვგულისხმობ, არამედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თავიდან ბოლომდე. წლების განმავლობაში გადიოდით 8 აგვისტოს, რომ აღგენიშნათ ომის წლისთავი, 9 მაისს - მეორე მსოფლიო ომის დასრულების იუბილეზე. წლების განმავლობაში, როცა იყავით ხელისუფლებაში, იმის მერეც. ახლა რამე შეიცვალა? მაშინ იყავით რუსეთუმეები, მაშინ ევროკავშირი არ არსებობდა თუ რა იყო? რატომ? იმიტომ, რომ გინდათ გახლიჩოთ საზოგადოება, ამას სხვა ახსნა არ აქვს", - განაცხადა კობახიძემ. 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის განსახილველად გამოტანამდე, საჭირო იყო კონსულტაციების გავლა მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მისი აზრით, საშემოდგომო სესიის პირველ დღეს მოქალაქეები სხვა, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას მოელოდნენ. 

„კანონპროექტი, რომელიც თქვენ გამოიტანეთ, იმისთვის, რომ გახდეს კანონი, სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ხომ არ სჯობდა, რომ კონსულტაცია გაგევლოთ, შეჯერებულად გამოსულიყავით. თუ არ არის მხარდაჭერა, დღეს ვხდით სადავოდ ერთი შეხედვით უამრავი ადამიანი გვიყურებს ტელეეკრანიდან და უამრავი პრობლემა აქვს ამ ხალხს, რომელზეც პირველ ნაწილში იყო საუბარი. ახლა დარჩება აღქმა, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს იმიტომ ვედავებით - 8-ში იყოს თუ 9-ში? ეს გარწმუნებთ, მათ ცნობიერებაში სხვანაირად იქნება აღქმული (და სწორიც იქნება). მე ვიცი, რომ კეთილი მიზნები გაქვთ, ეს მიგაჩნიათ უფრო სწორად, მაგრამ სჯობდა უფრო რაღაცნაირად ისე მოგვეხერხებინა.... დღეს საშემოდგომო სესია დაიწყო და ადამიანებს აქვთ განცდა, იმედი, რომ პარლამენტში მათ პრობლემებზე საუბრობენ და აგვარებენ", - მიმართა აქუბარდიას კირკიტაძემ. 

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აქუბარდიას მიმართა: „ახლა ვინც მოგვისმენს, ქალბატონო თეონა, იტყვის, მეტი საქმე არ აქვთო და მართალიც იქნება".

თეონა აქუბარდიამ განმარტა, კანონპროექტის წარდგენამდე, რატომ ვერ მოახერხა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან კონსულტაციების გამართვა. 

„დავიწყოთ იმით, რომ კანონპროექტი დარეგისტრირებულია შარშან 9 მაისამდე და კომიტეტიდან გამომდინარე... გარდა ამისა, მე ვერ დავიწყებდი ვეტერანებთან სიარულს, იმიტომ კი არა, რომ მეზარება, არამედ არ მაქვს ამ ხალხის მისამართი და არ შემიძლია, ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, ყველას გვყავს ოჯახში, საახლობლოში ვეტერანები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არგუმენტი, რომ ვეტერანებს თუ არ დავეკითხეთ, ამ კანონპროექტის მიღებას აზრი არ აქვს, ეს არ არის ის არგუმენტი, რის გამოც არის უმრავლესობისგან უარი. მოცემულობაში, აქ არის პოლიტიკური საკითხი და არა ის, რომ ვეტერანებს არ ვაწყენინოთ, - თქვა თეონა აქუბარდიამ და დაამატა, - თუ „ქართული ოცნება“ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას, მომაწვდის ვეტერანების საკონტაქტოს და იტყვის, რომ შესაძლებელია თუ ვეტერანთა ნახევრისგან მაინც მოვიტან თანხმობას, ამ კანონს ხმას მისცემთ, მე არ მეზარება, ნამდვილად ვივლი".

კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად, ბოლო წლებია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ ნაცვლად 9 მაისისა საქართველომ ნაციზმზე გამარჯვება აღნიშნოს 8 მაისს, როგორც ამას აღნიშნავს აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა და სხვები.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Окончательный удар по Макрону»: Новая Каледония восстала против Франции

Экспедиция по поиску павших в боях с японцами советских солдат стартовала в Монголии

Европеец переехал в Россию и удивился одной особенности жизни в стране

Детский сквер в пос Октябрьский Люберец начнут благоустраивать в июне

Музыкальные новости

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Юрист Лебедева: законы о работе онлайн-магазинов в России необходимы уже давно

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

Новости России

Эксперты рассказали, как очистить унитаз с помощью лаврового листа

Где построят новые дома для пострадавших от паводка в Орске? Список территорий и дизайн-проекты

Европеец переехал в Россию и удивился одной особенности жизни в стране

Французский Сайлент Хилл? "Девятые врата: Пандемониум" (РУССКИЙ ТРЕЙЛЕР)

Экология в России и мире

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Страдания юного Аюша Булчун

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Спорт в России и мире

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Moscow.media

«Грузовичкоф» развивает представителей бизнес-среды

16-летнюю Volvo продали за рекордный срок

Под зеленым куполом

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *