Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქვეყნისთვის არ არის სწორი, პრეზიდენტი თავისი სახსრებით დადიოდეს ასეთ შეხვედრებზე - ზურაბიშვილი

ქვეყნისთვის არ არის სწორი, პრეზიდენტი თავისი სახსრებით დადიოდეს ასეთ შეხვედრებზე - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებისთვისსატელევიზიო მიმართვაში ამბობს, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად ჩასასვლელად საკუთარ ფინანსურ რესურს იყენებს, რაც "სახელმწიფოსთვის არ არის სწორი". მისი თქმით, მას პატივისცემით ხვდებიან, რადგან ის წარმოადგენს ხალხს, რომელმაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა.

"ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ნდობა, რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერსპექტივა, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როცა სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები.

იმათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს მომავალი თქვენი არჩეულია. ამიტომ არის, რომ ამ პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ სხვადასხვა ევროპის დედაქალაქებში. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ამას ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი. ქვეყნის პრეზიდენტი თავისი სახსრებით არ უნდა დადიოდეს ასეთ შეხვედრებზე... გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების..." - თქვა მან და დასძინა - "მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში".

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს ვინაიდან პრეზიდენტმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. ამასთან მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

საქართველოს პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი იმპიჩმენტის პროცედურა, შესაძლოა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მიესალმება "პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე". მიშელთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატს). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში 84 დეპუტატია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Агент Малкома: у меня нет информации о приезде бразильца в Москву

Разогнался на трассе: на М-5 водитель улетел в кювет

В Кабардино-Балкарии презентовали книги народного поэта Отарова на пяти языках

Щелковские каратисты взяли медали на Кубке Московской областной Федерации каратэ

Музыкальные новости

В Бурятии прошла Байкальская театральная школа прошла - Россия, Культура и Дети

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Чемпионат России по футболу для людей с ограниченными возможностями начался в Дзержинске

Сотрудники СЛД «Курск» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» продолжают проводить экологические акции

Новости России

«Единый день открытых дверей» пройдёт в библиотеках и культурных центрах Москвы

Разогнался на трассе: на М-5 водитель улетел в кювет

Щелковские каратисты взяли медали на Кубке Московской областной Федерации каратэ

33 человека заблудились в лесах Подмосковья с начала года

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» назвала топ-10 самых популярных драгоценных камней в России

Lamoda запустила бренд мужской одежды и обуви Mademan

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Стало известно, куда неожиданно и массово устремились российские туристы на майские: это оказался вовсе не обычный курорт, а работающий по специальному закону

Спорт в России и мире

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

Седая весна...

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Под зеленым куполом

Разделение изотопа







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *