იუწყებიან, რომ ირანთან პატიმართა გაცვლის შეთანხმებით ბლინკენმა ხელი მოაწერა სანქციების მოხსნას 6 მილიარდი დოლარის ქონებაზე
გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხელი მოაწერა სანქციების მოხსნას, რათა გათავისუფლდეს ირანის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება - რომელიც სამხრეთ კორეიდან კატარში გადაირიცხება, როგორც ნაწილი პატიმართა გაცვლის ოპერაციისა აშშ-სა და ირანს შორის. სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" (AP) ცნობით, კონგრესს ამის შესახებ 11 სექტემბერს შეატყობინეს.
11 სექტემბერს უფრო ადრე თეირანი იუწყებოდა მოლოდინზე, რომ პატიმართა გაცვლის შეთანხმება მალე გაფორმდებოდა. ირანის და აშშ-ის წარმომადგენლებმა გასულ თვეში გამოაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ხუთი ამერიკელის - რომელთაგან ხუთივე ირანისა და აშშ-ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს - შინაპატიმრობაში გადაყვანაზე ევინის ციხიდან. საჯაროდ ცნობილი ხუთიდან მხოლოდ სამის სახელებია - სიამაკ ნამაზი, ემად შარღი და მორად თაჰბაზი.
აშშ უარს აცხადებს თანხის დაკონკრეტებაზე - ამბობს, რომ ეს არაა აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული, და არც "გამოსასყიდი".
AP-ის ცნობით, ბლინკენმა ხელი მოაწერა ერთიან ნებართვას საერთაშორისო ბანკებისთვის, რომლებმაც უნდა გაათავისუფლონ ირანის გაყინული ქონება. სააგენტოს თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია სანაცვლოდ დათანხმდა ირანის ხუთი მოქალაქის გაშვებას აშშ-ის საპატიმროებიდან.