თურქეთმა განაცხადა, რომ ბაქო „იძულებული იყო ზომები მიეღო“ მთიან ყარაბაღში. დაღუპულთა რიცხვი 25-ია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია მხოლოდ სამხედრო ელემენტების წინააღმდეგ, რადგან მანამდე ბაქოს კანონიერი და საფუძვლიანი შეშფოთება პასუხგაუცემელი რჩებოდა. ამიტომ აზერბაიჯანი იძულებული გახდა მიეღო ზომები, რომლებსაც "საჭიროდ თვლის თავის სუვერენულ ტერიტორიაზე.“
მთიანი ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია. დაშავებულია 138 ადამიანი.
19 სექტემბრის დილით აზერბაიჯანმა ჯერ მთიანი ყარაბაღის „თავდაცვის არმია“ დაადანაშაულა დივერსიულ მოქმედებებში, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, 6 აზერბაიჯანელი დაიღუპა ორი ცალკეული აფეთქების შედეგად, შემდეგ კი ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა.
მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის არმიის" ცნობით, დაახლოებით 13:00 საათიდან აზერბაიჯანის არმია" თავდაცვითი ძალების" გარღვევას მთელი შეხების ხაზზე ცდილობენ, ხოლო ყარაბაღის ჯარები მტკიცე წინააღმდეგობას უწევდნენ. მოგვიანებით, მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის დეპარტამენტმა" განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები გრძელდება მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იყენებს არტილერიასა და რაკეტებს, უპილოტო საფრენი აპარატებს და საბრძოლო თვითმფრინავებს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, საღამოს რვა საათისთვის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქიდან, სტეფანაკერტიდან მიღებული ცნობით, 25 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ორი - მშვიდობიანი მოქალაქე. საომარი მოქმედების დაწყებიდან დაშავებულია 138 პირი, მათ შორის 29 სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა „მთიანი ყარაბაღის სახალხო დამცველმა“ტვიტერის საშუალებით.