პოლონეთის პრემიერი ზელენსკის მოუწოდებს "აღარასოდეს შეურაცხყოს პოლონელები"
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა აღარასოდეს "შეურაცხყოს" პოლონელები, რითიც კიევის მიმართ შეინარჩუნა მკაცრი რიტორიკა მას მერე, რაც პოლონეთის პრეზიდენტი შეეცადა ჩაეცხრო უთანხმოება მარცვლეულის იმპორტის თაობაზე.
პოლონეთმა გასულ კვირაში გაახანგრძლივა აკრძალვა უკრაინის მარცვლეულის იმპორტზე, რითიც შეარყია კიევის კავშირი ამ მეზობელ ქვეყანასთან - რომელიც კიევისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი სახელმწიფო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ზელენსკიმ პოლონეთის გულისწყრომა გამოიწვია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლით, როცა თქვა, რომ მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული "პოლიტიკური თეატრი" მოსკოვს აძლევს ხელს.
"მსურს პრეზიდენტ ზელენსკის მოვუწოდო აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს მან გაეროში გამოსვლისას გააკეთა" - თქვა მორავიეცკიმ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, 22 სექტემბერს.