ადვოკატი: კრემლის კრიტიკოსი, კარა-მურზა, ციმბირის ციხეში ჩაყვანისთანავე მოათავსეს სადამსჯელო საკანში
კრემლის ვეტერანი კრიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა ჩაიყვანეს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც მან უნდა მოიხადოს 25-წლიანი პატიმრობა, სამშობლოს ღალატისა და მოსკოვის უკრაინაში შეჭრის კრიტიკის ბრალდებების საფუძველზე - და ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში, აცხადებს მისი ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი.
ადვოკატი ციტირებდა სიტყვებს კარა-მურზას მიერ სხვა ვექილის, მარია ეისმონტისადმი მიწერილი წერილიდან. პოროხოროვის თქმით, უცნობია მიზეზი რატომ მოათავსეს ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე, კარა-მურზა სადამსჯელო საკანში.
კარა-მურზას მოსკოვიდან ომსკში გასაიდუმლოებული გადაყვანის პროცესი სამ კვირამდე გაგრძელდა.
აშშ-ის კანონმდებლებმა ახლახან ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდეს დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში მცხოვრებ კარა-მურზას შეუფარდოს "არასწორად დაპატიმრებულის" სტატუსი.