Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა აქცია, რომელიც წალენჯიხის სოფელ ჭალეს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მოთხოვნით ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე გამართეს.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, ჭალეში გზის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება. რაც შეეხება წყლის მომარაგების სისტემას, მერმა ამ მოთხოვნის შესრულების თარიღი ვერ დაასახელა.

„წყალმომარაგების საკითხი წალენჯიხაში კატასტროფულ მდგომარეობაშია. მიმდინარე წელს 4 უბანს, დაახლოებით 600 ოჯახს, მოვუხერხეთ ჭაბურღილებით საკითხის გადაჭრა. წალენჯიხის ბიუჯეტი არ არის ისეთი, რომ ამდენი წლის განმავლობაში მიგდებული, მიუხედავი საქმე მე ერთ წელიწადში გადავწყვიტო“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერიამ ეწერფერდში გზის მშენებლობის პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს 2023 წლის მაისში წარუდგინა. დეპუტატებმა ხარვეზების გამო დოკუმენტი მერიას უკან დაუბრუნეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კორნელი სალიამ უთხრა ჟურნალისტებს, პროექტი დაახარვეზეს, რადგან მასში ხარჯები არ იყო გაწერილი.

გია ხარჩილავა აცხადებს, რომ საკრებულოს ეს პასუხი იყო არაკვალიფიციური:

„პრიორიტეტის დოკუმენტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის ფული გვაქვს?! პრიორიტეტის დოკუმენტი ნიშნავს, პირველ რიგში, გასაკეთებელს და თანხების მოძიებას. ანუ ჯერ პრიორიტეტი დგება და თანხების მოძიების პროცესში ვართ. თანხის ღირებულება ხომ უნდა ვიცოდე, რომ პროექტში თანხაზე ვიმუშაო...მათი არგუმენტი არის არაკვალიფიციური. ეს არის იმისთვის, რომ სირცხვილის ოფლი მოიწმინდონ, რომ ამ პროექტს არ მისცენ ხმა...განმეორებით მივმართავთ საკრებულოს. დიდი იმედი მაქვს, რომ საკრებულო დაამტკიცებს. ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას მუნიციპალური განვითარების ფონდთან და 2024 წელს ეს პროექტი დაიწყება. ჩემი ძალიან დიდი მონდომებით, გაზაფხულზე დაიწყება. მაგრამ საბოლოო, ყველა ვარიანტში აგვისტოში დაიწყება“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს, 29 სექტემბერს, დილით გამართეს. მათ ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზის ჩაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. გზის ჩაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის ორი მონაწილე - პოლიციელებმა ადგილზე განმარტეს, რომ ისინი ტერიტორიას განარიდეს და დაკავებული არ არიან.

ეწერფერდის თემის მცხოვრებლების თქმით, წლებია, ადგილობრივი მერიისგან ითხოვენ სოფლის საუბნო გზის შეკეთებას და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, თუმცა ეს მოთხოვნა უყურადღებოდ დარჩა მაშინაც, როცა მუნიციპალიტეტის მერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და ახლაც, როცა ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობით ოპოზიციაა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭალე ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებს, მუჟავას და ფახულანს, ესაზღვრება. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მათ, როგორც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს და ამისთვის რადიკალური ზომების მიღება არ უნდა უწევდეთ.

როგორც ეწერფერდის მცხოვრებლები ამბობენ, თუ დაპირებების შესასრულებლად ხელისუფლება არ ამოქმედდება, გაცილებით ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებენ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Экстренное предупреждение из-за надвигающейся грозы объявили в Москве

В Москве промышленный проект занял первое место в международной премии рекламы и маркетинга

Многомиллионное наследство: что оставила после себя Заворотнюк

Глава КамАЗа: проект «Москвича» показал, что китайские машины вообще не приспособлены к России

Музыкальные новости

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

СМИ: Актер Дмитрий Липинский умер в 34 года

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

Новости России

Где в России вводят запрет на продажу алкоголя 12 июня 2024 года

Глава КамАЗа: проект «Москвича» показал, что китайские машины вообще не приспособлены к России

В Балашихе удар молнии лишил жизни местного жителя

В Москве похоронили Анастасию Заворотнюк

Экология в России и мире

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву

Бесплатные ежедневные тренировки от сети фитнес-клубов Spirit. Fitness в парке Горького/Музеон

Eleganzza весна-лето 2024

Спорт в России и мире

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Россиянин Котов уступил итальянцу Синнеру в третьем круге "Ролан Гаррос"

Moscow.media

РОССИЮ ОЖИДАЕТ ПЛЮС 50 ГРАДУСОВ: КАКИМ ГОРОДАМ ЖДАТЬ АНОМАЛЬНУЮ ЖАРУ

С 1 июня изменится схема движения на участке трассы Р-280 Новороссия в Ростовской области

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Георгий Бурков







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *