რუსეთმა შავ ზღვაში გაზარდა რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა - უკრაინის სარდლობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა გაზარდა რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა შავ ზღვაში.
"საბრძოლო მოვალეობაზე სამი რაკეტმზიდია: მცირე სარაკეტო ხომალდი „ბუიან-მ-ი“ და ორი ფრეგატი: „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი ესენი“. რაკეტა „კალიბრების“ ჯამური რაოდენობა, შესაძლოა, 24 იყოს“, - ნათქვამია ცნობაში, რომელიც 29 სექტემბერს გავრცელდა.
მანამდე საზღვაო ძალების სარდლობის თანახმად, შავ ზღვაში საბრძოლო მოვალეობას შვიდი რუსული ხომალდი ასრულებდა, მათგან ორი იყო ბალისტიკური რაკეტა „კალიბრის“ მატარებელი ხომალდი, რომლებსაც შეიარაღებაში ჰქონდა 14-მდე რაკეტა.
სწორედ შავი ზღვის აკვატორიიდან უშვებს „კალიბრის“ კლასის რაკეტებს რუსეთის სარდლობა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
აგვისტოს ბოლოს 2 „კალიბრი“ პოლტავის ოლქში მოხვდა უკრაინის სამრეწველო ობიექტს.