რუსეთის ისტორიის ახალმა სახელმძღვანელომ ჩრდილოკავკასიელებს ძველი ჭრილობები გაუხსნა
ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებმა, კავკასიის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ, 28 სექტემბერს მიაღწიეს რუსეთის მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში იმ სადავო აბზაცის შეცვლას, რომელმაც სტალინური დეპორტაციის მსხვერპლი ხალხების წარმომადგენლებს ძველი ჭრილობები გაუხსნა.