უეფამ გადადო ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი კოსოვოსა და ისრაელის გუნდებს შორის
უეფამ, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ გადადო 2024 წლის ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი კოსოვოსა და ისრაელს შორის, რომელიც 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
გადადების მიზეზი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტია, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა 7 ოქტომბრის შემდეგ.
უეფამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა გაეუქმებინა მატჩი, რომელიც დაგეგმილი იყო კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში, „რადგან ისრაელის ხელისუფლება ამჟამად არ აძლევს ეროვნული გუნდის მოთამაშეებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას“.
"თამაშის ახალი თარიღი მომავალში გამოცხადდება", - აცხადებს ევროპის ფეხბურთის უწყება.