„ჰამასის“ თავდასხმიდან ხუთი დღის შემდეგ პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, აბასმა განცხადება გააკეთა
პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ხუთი დღის შემდეგ მას მერე, რაც რადიკალ-ისლამისტურმა გასამხედროებულმა გაერთიანება, „ჰამასმა“ იერიში მიტანა ისრაელზე, პირველი განცხადება გააკეთა.
პალესტინური მედიის თანახმად, აბასმა, რომელიც იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს შეხვდა, თქვა, რომ მის მიმართ მტრული „ჰამასის“ გეგმების შესახებ მან არაფერი იცოდა.
„ჩვენ უარვყოფთ სამოქალაქო პირების დახოცვას და არასათანადო მოპყრობას ორივე მხარეს, რადგან ეს მორალის, რელიგიის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა,“თქვა აბასმა, რომელმაც, თავის მასპინძელთან, აბდულა II-სთან ერთად მოითხოვა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ არის საჭირო სამედიცინო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა.
პალესტინელთა ავტონომიის ცნობით, 13 ოქტომბერს ამანში დაგეგმილია აბასის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, რომელიც 12 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა.