"დილის საუბრები განათლებაზე": სკოლის დირექტორების არჩევნები უარჩევნოდ
რატომ ახლავს ამდენი კითხვა და უკმაყოფილება საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა შერჩევის პროცესსა და არჩევნების ნამდვილობას? რატომ აკავშირებენ პოლიტიკას ამ პროცესთან? ლიკა ზაკაშვილი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“-ს ავტორი და შალვა ტაბატაძე, განათლების მენეჯმენტის სპეციალისტი არიან რუბრიკის სტუმრები.