ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო ევროკავშირის ლიდერების ვიდეოსამიტს გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოუწოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, ისრაელ-„ჰამასის“ ომთან დაკავშირებით ვიდეოსამიტი მოეწყოს მომავალი კვირის სამშაბათს, 17 ოქტომბერს.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი კურსი, რომელიც ასახავს განვითარებული სიტუაციის სირთულეს“, - თქვა მიშელმა განცხადებაში.
მიშელმა დაგმო „ჰამასის“ "სასტიკი ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ" გასულ შაბათს და მოუწოდა მას გაათავისუფლონ მძევლები. „ტერორს გამართლება არ აქვს“, - წერს ის.
7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც მათ 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ისრაელმა ალყა შემოარტყა ღაზის სექტორს და მიმართა მოსახლეობას, თავისი სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ დატოვოს რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი. ისრაელის ავიაცია ინტენსიურად ბომბავს ღაზის სექტორს.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისევე როგორც ისრაელის მხრიდან, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის ხალხს და ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლს “, - წერს მიშელი თავის განცხადებაში.
„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით“ თვლის მიშელი და დასძენს: ”ღაზას სექტორში განვითარებული ტრაგიკული სცენებმა, რასაც იწვევს ალყა და ძირითადი საჭიროებების პროდუქტის ნაკლებობა, ამასთან ინტენსიური დაბომბვის შედეგად ნგრევამ, საერთაშორისო საზოგადოებაში განგაში გამოიწვია".