ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, ღაზის სექტორის სამხრეთს წყლის მიწოდება აღუდგა
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სამხრეთისთვის წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ.
კაცის თქმით, ამის თაობაზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემირ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, გადაიკეტა მთელი ტერიტორიის საზღვრები და შეწყდა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. ისრაელმა მიმართა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილის მოსახლეობას, დატოვოს საცხოვრებელი და სამხრეთში წავიდეს.
კაცის თანახმად, წყლის მიწოდების აღდგენა „უბიძგებს მშვიდობიან მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ" წავიდეს, - თქვა კაცმა განცხადებაში ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელმა შეწყვიტა წყლის მიწოდება მთელ ტერიტორიაზე, როგორც პალესტინის ანკლავისთვის დაწესებული „სრული ალყის“ ნაწილი.
სამი დღის წინ ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორს არ ექნება ელექტროენერგია, წყალი და საწვავი, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს მძევლებს.
როგორც Guardian-ი იტყობინებოდა, გაეროს ექსპერტებმა ისრაელის მხრიდან დაბომბვა დაგმეს, როგორც „კოლექტიური სასჯელი", რომელიც "ომის დანაშაულს" წარმოადგენს.