გაეროს სააგენტო: ღაზა განიცდის „უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას“
ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმებმა გამოიწვია „უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა“ პალესტინელთა ტერიტორიაზე, განაცხადა 15 ოქტომბერს გაეროს უწყებამ, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს მხარდაჭერას.
„ბოლო რვა დღეში ღაზის სექტორში არცერთი წვეთი წყალი არ შეუტანიათ, არცერთი მარცვალი ხორბალი და აარცერთი ლიტრი საწვავი,“ განუცხადა ჟურნალისტებს ფილიპე ლაზარინიმ, სააგენტოს გენერალურმა უკომისარმა. UNRWA - ახლო აღმოსავლეთში გაეროს სააგენტოა, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს მხარდაჭერას და ორგანიზაციას უკეთებს ამასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
ისრაელმა 15 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში წყლის მომარაგება აღდგა.
7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“, შეჭრის შემდე, რასაც სულ 1400 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელმა ალყაში მოაქცია ღაზის სექტორი და გადაკეტა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. მას მერე ისრაელის ავიაცია ბომბავს ღაზას.
ისრაელმა მოუწოდა მოსახლეობას დატოვონ არეალი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს.
პალესტინელთა შორის მსხვერპლი 2400-ს უდრის.